ხერხემლის გამრუდება, იგივე სქოლიოზი

დღესდღეობით ხერხემლის დეფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა  ხერხემლის გამრუდება,იგივე სქოლიოზია. ეს დაავადება უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ  ბავშვის ჩამოყალიბებისას ხშირად კუნთოვანი მასა  ვერ ეწევა ძვლების ზრდის პროცესს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის სისუსტეს იწვევს. არსებობს I და II ხარისხის  გამრუდება, რომელიც შედარებით მსუბუქ ფორმად არის მიიჩნეულია, ხოლო III და IV – სერიოზული პათოლოგიაა და შეიძლება დაარღვიოს გულმკერდის ღრუში მდებარე ორგანოების,გულისა და ფილტვის ფუნქციონირება,რაც ძირითადად სუნთქვის უკმარისობით ვლინდება. 

ხერხემლის გამრუდების გამომწვევი მიზეზები

ხერხემლის გამრუდების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამის ძირითადად ფაქტორად კუნთების სისუსტეს მიიჩნევენ. თუმცა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი,ყოველდღიურად დიდხანს არასწორ მდგომარეობაში ჯდომა ან წოლა და არაჯანსაღი  კვება ასევე შეიძლება,გახდეს ხერხემლის გამრუდების საფუძველი. უნდა იცოდეთ, რომ  ბრტყელტერფიანობაც ძალიან ხშირად ხდება ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, ტერფის დეფორმაცია იწვევს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემებს. ამიტომ, აუცილებელია ამას დიდი ყურადღება ბავშვობის ასაკიდანვე მიექცეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობელმა ბავშვის განვითარების დაკვირვების პროცესში დროულად შეამჩნიოს სქოლიოზის პირველადი ნიშნები, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული მხრების არასწორი დგომაა, როდესაც ერთი მხრის სახსრის დონე მეორეზე მაღლა ან დაბლაა.

სქოლიოზის მკურნალობის გზები

როდესაც სქოლიოზის პირველადი ნიშნები არსებობს და ხერხემალი გამრუდებულია, აუცილებელია, დაუყონებლივ შესაბამისი ზომების მიღება. ეს, პირველ რიგში, ექიმთან ვიზიტია, შემდეგ კი გაითვალისწინეთ, რომ  ამ პრობლემასთან საბრძოლველად ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვათ. მას ძირითადად ფიზიკური აქტივობებით – ცურვით, მასაჟებითა და სპეციალური ვარჯიშებით ვუპირისპირდებით. თუმცა,  როდესაც ხერხემლის გამრუდების ხარისხი მაღალია, მაშინ  დღის წესრიგში ქირურგიული ჩარევის საკითხიც შეიძლება, დადგეს. სქოლიოზის მკურნალობა,ძირითადად, დამოკიდებულია მისი გამოვლენის პერიოდზე.  თუ პაციენტმა გვიან აღმოაჩინა ეს პრობლემა,  დაავადების აღმოფხვრასა და პროფილაქტიკას უფრო მეტი დრო და შრომა სჭირდება. ამიტომ, ბავშვობის ასაკიდან სქოლიოზის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. მკურნალობის მეთოდებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წელის კორსეტებსა და მხრის ქამრებს, რომელთა მთავარი დანიშნულება ხერხემლის სტაბილიზაცია, მისი სწორი პოზიციონირება და ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ სქოლიოზი ანუ ხერხემლის გამრუდება დეფორმაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა – ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამ სამედიცინო საშუალებებს ადამიანები გამოიყენებენ როგორც პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში, ასევე ხერხემლის სტაბილიზაციისა და ტკივილის შემცირების მიზნით. მათი დანიშნულება  მხრების განზიდვა, ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში დაფიქსირება  და  ნორმალურ პოზიციაში ტორსის შენარჩუნებაა – ეს კი,თავისთავად, ხსნის მოხრილობით გამოწვეულ დისკომფორტს.მათი ფართო არჩევანია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს სამ რეგიონში სთავაზობს. მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *