ორთოპედიული ჩასაფენები

ორთოპედიულ ჩასაფენებს აქვთ როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება. ეს პროდუქტი ყოველდღიური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ორთოპედიული ჩასაფენები უკვე არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგანაც გვიცავს. განსაკუთრებით აუცილებელია მათი გამოყენება,  ბრტყელტერფიანობის დროს, რადგან ეს დაავადება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.

ორთოპედიული ჩასაფენების ბენეფიტები

ორთოპედიული ჩასაფენები ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და სხეულის ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ასევე, ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია. ორთოპედიული ჩასაფენები ხელს უწყობს:

  • ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას;
  • ტერფზე ტკივილისა და დისკომფორტის შემცირებას;
  • ტერფის დაავადებების პრევენციას.

როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ჩასაფენი?

ორთოპედიული ჩასაფენი ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • სილიკონის სუპინატორი – უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.
  • ფოლადის ჩასაფენი – უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
  • სილიკონის ჩასაფენი – გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

ორთოპედიული ჩასაფენების გამოყენება ასევე რეკომენდებულია აქილევსის მყესის დაზიანების, დიაბეტური ტერფის და ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. მას ასევე იყენებენ ვენური დაავადებების და ქვედა კიდურების სახსრების დაზიანების შემთხვევაში. ეფექტურია მათი ტარება შემდეგი პათოლოგიებისა და  მდგომარეობების დროს:

  • სპორტული და პროფესიული დატვირთვა;
  • ორსულობა;
  • ტერფმრუდობა;
  • სქოლიოზი;
  • ვენური უკმარისობა;
  • ლიმფოსტაზი;
  • რევმატული დაავადებები;
  • დიაბეტური ტერფი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *