ტენდინიტი მყესის ანთებაა. ამ დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, თუნდაც მცირედით მყესის მოძრაობა სახსრების ტკივილს იწვევს და უარყოფითად აისახება ყოველდღიურ საქმიანობაში. პაციენტები დაავადების დროს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს იღებენ. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ინიშნება ფიზიოთერაპია.
რა იწვევს ტენდიტს?
ტენდინიტი ძირითადად, საშუალო ან უფროს ასაკში ვითარდება, რადგან ისინი შედარებით დასუსტებული, დაზიანებისა და ანთებისადმი მიდრეკილი ხდება. ამ დაავადების წარმოქმნა ახალგაზრდებში შესაძლოა ძლიერი ფიზიკურ ვარჯიშს ან განმეორებადი სამუშაოს შესრულებას უკავშირდებოდეს. ტენდიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
- სახსრებზე ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა;
- ტრავმები;
- ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები;
- რევმატიული დაავადებები;
- მედიკამენტების მიღებისას სხეულის ალერგიული რეაქცია.
რა სიმპტომები ახასიათებს ტენდიტს?
ტენდიტის დროს ანთებადი მყესები მოძრაობის ან ზეწოლის დროს მტკივნეულია. ზოგჯერ მყესი ან მისი ბუდე შუპდება და შეხებით ტემპერატურაც მომატებულია. ამ დაავადებას ახასიათებს ლოკალური ტკივილი და მყესის შეშუპება. ტენდიტის სიმპტომებია:
- სიარულის დროს სირთულეები;
- ძლიერი ტკივილი;
- მოძრაობის შეზღუდვა;
- კიდურების დაწითლება;
- ხელებით ნივთების დაჭერის პრობლემა.
როგორ ვუმკურნალოთ მას?
ტენდიტის მკურნალობის დროს ასევე, ეფექტურია მოსვენება და სახსრის იმობილიზაცია. ამ დროს რეკომენდირებულია ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ფიქსატორები არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. ძირითადად, ამ პროდუქტს პაციენტები ტრავმების შემთხვევაში, რეაბილიტაციის პერიოდში ან რომელიმე დაავადების მკურნალობის პროცესში იყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ნეოპრინის მხრის სამაგრი – გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს დაზიანებისგან.
- მკლავის ქამარი – ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
როგორ ავირიდოთ თავიდან?
ტენდიტის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ასევე, ნუ გაატარებს დიდ დროს სმარტფონებთან, კომპიუტერსა და ტელევიზორთან. დაკავდით მცირე ფიზიკური აქტივობებით.
