მიუხედავად იმისა, რომ ფეხის გადაბრუნება საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა და ხშირ შემთხვევაში მისგან გამოწვეული ტკივილი ადამიანს მოძრაობას უზღუდავს, პაციენტები მას სათანადო ყურადღებას მაინც არ აქცევენ. უმეტესად, ამ პრობლემას სახლის პირობებში უმკლავდებიან. გასათვალისწინებელია,რომ ეს მდგომარეობა უბრალო ტკივილს სულაც არ უკავშირდება და ხშირად შესაძლოა, გარკვეული გართულებების ჩამოყალიბება გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის გადაბრუნება?
სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვის გამო ფეხის გადაბრუნება ხშირია ბავშვებსა და სპორტსმენებში. ხანგრძლივი მოგზაურობის, სიარულის, ლაშქრობის ან სირბილის დროს უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილებისას ქვედა კიდურებზე განმეორებითმა ზეწოლამ შესაძლოა, ქვედა კიდურების კუნთებისა და მყესების გადატვირთვა, წვივის არეში ტკივილი და ხშირად ფეხის გადაბრუნებაც კი გამოიწვიოს. მსგავს ტრავმებს ხშირ შემთხვევაში შეშუპება და შესიებაც ახლავს თან. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ფეხი უხერხული მოძრაობის გამოც უბრუნდება.
ფეხის გადაბრუნების სიმპტომები
ფეხის გადაბრუნებას თან ტკივილი და დისკომფორტი ახლავს,რაც გადაადგილების დროს უფრო ძლიერდება. როგორც წესი, ამ პრობლემას ახასიათებს:
- ტკივილი;
- შეშუპება;
- მყესის დაჭიმულობა.
ფეხის გადაბრუნება და მისი მკურნალობის გზები
ფეხის გადაბრუნების დროს მყესებისა და იოგების დაჭიმულობის სამკურნალოდ იდეალურია საფიქსაციო საშუალებების გამოყენება. ამ მიმართულებით მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი უმაღლესი ხარისხის ამ პროდუქციას თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 ფილიალში სთავაზობს. ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს. ფეხის დაზიანებებისთვის კომპანია “ახალი ხედვა” გვთავაზობს მუხლის, კოჭის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებს. მათი მწარმოებელია ცნობილი ბრენდები მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ფეხის გადაბრუნების დროს ძირითადად კოჭის ფიქსატორბის გამოყენებაა მიზანშეწონილი:
- კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით – მას გვერდებზე მოთავსებული აქვს პლასტმასის ჩანართები, რაც თქვენს კოჭს დაზიანებისგან იცავს, ჯვარედინი ღვედები კი ძლიერ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ჰაერი მარტივად ცირკულირებს, სახსარში კი სითბო ნარჩუნდება. მისი გამოყენება შეგიძლიათ ართრიტის, სახსრის დაჭიმვა/დაძაბულობის, ღრძობის ან თაბაშირის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
- კოჭის ორთეზი – ინიშნება მყესების დაზიანების დროს,ასევე ინსულტის შემდეგ ტერფის სტაბილიზაციისთვის.გამოიყენება ასევე კოჭ-წვივის სახსრის ამოვარდნილობის და მოტეხილობის დროს. დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასის მასალისაგან.
კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს 24 საათიან საკურიერო მომსახურების სერვისსა და სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციას პროდუქტის სწორად შერჩევისთვის.
Itís difficult to find well-informed people about this topic, however, you sound like you know what youíre talking about! Thanks
Thank you. be healthy!