ლავიწის ძვლის ფიქსატორი სხვადასხვა ტრავმისა და დაზიანების დროს გამოიყენება. ამ პროდუქტს ასევე, პროფილაქტიკის მიზნით, მხრის გასასწორებლადაც ატარებენ. ლავიწის კორსეტი აფიქსირებს ლავიწის ძვალს მოტეხილობის დროს და თაბაშირის შემცვლელადაც გამოიყენება. ასევე, ლავიწის გასასწორებელი ქამრის ტარება რეკომენდებულია მხრის კუნთების ტრავმის დროს, თუ მხრის არეში ლოკალიზებული ტკივილი არის ყრუ და თან ახლავს კიდურის სისუსტე. თუმცა, თუ მხრის ტკივილი რამდენიმე დღეს გაგრძელდა, ან განვითარდა მოძრაობის შეზღუდვა აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ მხრის კუნთების გაგლეჯა.
რისთვის არის საჭირო ლავიწის ფიქსატორი?
ლავიწის ძვლის საფიქსაციო საშუალება გამოიყენება როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. ეს პროდუქტი:
- აფიქსირებს ლავიწის ძვალს მოტეხილობის დროს;
- ახდენს თაბაშირის ჩანაცვლებას;
- ხელს უწყობს მხრების გასწორებას.
რა ტიპის ლავიწის კორსეტები არსებობს?
ლავიწის კორსეტებს პაციენტები სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ეს პროდუქტი სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ზურგის (ლავიწის) კორსეტი – დამზადებულია 3 მმ სისქის პერფორირებული ნეოპრინის მასალისგან. აფიქსირებს ლავიწის ძვალს მოტეხილობის დროს და გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად. მისი ტარება შესაძლებელია, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, მხრის გასასწორებლად.
- ბავშვის ლავიწის კორსეტი – გამოიყენება ბავშვებში მოხრილობის დროს. გასასწორებლად. ასევე, ლავიწის ძვლის მოტეხილობის დროს.
- ზურგის კორსეტი – გამოიყენება ლავიწის ძვლის სტაბილიზაციისთვის, ლავიწის მოტეხილობის დროს. მხრების ქამარს ასევე იყენებენ მხრებში გასამართად და სქოლიოზის პროფილაქტიკისთვის.
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ლავიწის ძვლის ფიქსატორებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას, ის საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.