წელის ქამარი პლასტმასის ჩანართით პაციენტებს სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. ამიტომ მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამ პროდუქციას იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ, ასევე მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. წელის ქამარი პლასტმასის ჩანართით ხელს უწყობს წელის სტაბილიზაციასა და ხსნის დატვირთვას ზურგის არეში. ეს პროდუქტი ამცირებს წელის ტკივილს და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენასაც უზრუნველყოფს.
რა ბენეფიტები აქვს წელის ქამარს პლასტმასის ჩანართით?
წელის ქამარი პლასტმასის ჩანართით სატარებლად საკმაოდ კომფორტულია, რადგან შეგიძლიათ თხელ მაისურზეც მოირგოთ. ეს პროდუქტი ხერხემლის პრობლემების დროს გამოიყენება და ადამინებს ძალიან ეხმარება, რადგან ზურგის ტკივილს საგრძნობლად ამცირებს. წელის ქამარი პლასტმასის ჩანართით ხელს უწყობს:
- დისკომფორტის შემსუბუქებას;
- სხვადასხვა დაავადების პრევენციას;
- ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას.
ამ პროდუქტს ადამიანების იყენებენ:
- სახსრების შეერთების დარღვევის დროს;
- სპორტული დაზიანებების დროს;
- ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის დროს;
- მალთაშუა დისკის თიაქრის დროს;
- გავა-თეძოს შესახსრების ადგილის დისფუნქციის დროს;
- იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის დროს.
როგორ შევარჩიოთ წელის ქამარი პლასტმასის ჩანართით?
ამ პროდუქციის ზომა ძირითადად ჭიპის დონეზე წელის გარშემოწერილობის მიხედვით შეირჩევა, ამიტომ პროდუქტის მეტი ეფექტურობისა და კომფორტული მოხმარებისთვის, დააკვირდით მწარმოებლის მიერ ყუთზე დატანილ ზომის ცხრილს ან მიმართეთ კვალიფიციურ კონსულტანტს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. სანამ პლასტმასის ჩანართით წელის ქამარს შეიძენთ, გაითვალისწინეთ პროდუქტის:
- ზომა;
- ხარისხი;
- პრობლემის სიმძიმე.
სად შევიძინოთ პროდუქტი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დანიშნულების მქონე წელის ბანდაჟებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდებია – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში – გორში, ბათუმსა და ქუთაისში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
- ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი – სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში გამოიყენება.
კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კონსულტანტი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.