ფეხის მოტეხილობა ხშირია მოულოდნელი ტრავმისა თუ არასწორი მოძრაობის გამო. მოტეხილი ფეხის რეაბილიტაციას პაციენტებმა აუცილებელია, რომ უდიდესი ყურადღება მიაქციონ. ეს პროცესი პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღიდგენს კიდური ძველ ფუნქციებს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის მოტეხილობა?
ფიზიკური დატვირთვა, არასწორი მოძრაობა თუ ტრავმა ხშირად ხდება ფეხის მოტეხილობის მიზეზი. ეს პრობლემა ხშირია სპორტსმენებში და ბავშვებში. გარდა ამისა ფეხის მოტეხილობა ხშირად უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევებს, მოულოდნელ დაზიანებებსა და სპორტულ ასპარეზობებს. განსაკუთრებით ხშირია ასევე, ტრავმების ტენდეცია ზამთარში, თხილამურებით სრიალის დროსაც.
ფეხის მოტეხილობის სიმპტომები
ფეხის მოტეხილობას თან ახლავს მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხის ყოველი მოძრაობისას და ამ დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება. განსაკუთრებით, რთულდება მოძრაობა ტერფის ღრძობის დროს. ფეხის მოტეხილობის სიმპტომებია:
- შეშუპება;
- ჩალურჯება;
- ფეხის ტკივილი;
- სისხლჩაქცევები;
- მოძრაობის შეზღუდვა.
ფეხის მოტეხილობის მკურნალობა
მოტეხილობის დროს პირველ რიგში კიდურის იმობილიზაცია უნდა მოხდეს. ამ მიზნით პაციენტები ფიქსატორებს ატარებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- კოჭის ფიქსატორი – უმაღლესი ხარისხის ნეოპრინის, ანტიალერგიული ან ელასტიური ნაქსოვი მასალისგან მზადდება. მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა ტიპის ჩანართი, მაგ. სილიკონი, რომელიც ერთგვარი მასაჟორის ფუნქციას ასრულებს – ჰემატომისა და შეშუპების დროს კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- ტერფის ფიქსატორი – ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და შესაბამისად, მომხმარებლებშიც ძალიან მოთხოვნადია. ტერფის ფიქსატორის გამოყენება ეფექტურია წვივის ტრავმების დროს და ასევე, ბურსიტის საწინააღმდეგოდ.
- უმჯობესია, რომ მოტეხილი ხელის მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდეს.
- მუხლის ფიქსატორი – უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული, პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდაც.
მოტეხილი ფეხის შეხორცების საშუალო პერიოდი ბავშვებსა და ახალგაზრდა ასაკში 2-დან 3 კვირას შეადგენს, ხოლო ხანდაზმულებში ეს პროცესი შედარებით, ხანგრძლივდება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კიდურების ფუნქციები მაშინვე აღდგება, უმეტეს შემთხვევაში ხანგრძლივად უმოძრაოდ მყოფი კიდურების კუნთები ატროფირდება, რაც სახსრის მოძრაობის შეზღუდვასაც იწვევს. ბავშვებს შორის მოტეხილობის მართვა მოზრდილებისგან განსხვავებულია, რადგან ბავშვის ძვლები უფრო მცირე ზომისაა, უფრო ელასტიკურია და ნაკლებად მყიფე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრდის პროცესშია. მოტეხილობა ბავშვებს უფრო სწრაფად და სრულყოფილად უხორცდებათ, ვიდრე მოზრდილებს. შემთხვევების უმრავლესობაში მოტეხილობიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოტეხილი ადგილი თითქმის ნორმალურად გამოიყურება.