წელის ტკივილი ქალებში

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორ მდგომარეობაში ყოფნა ან ძილი წელის არეში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ამ ფაქტორების გარდა, არსებობს სხვა, ბევრად სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა ხერხემლის რომელიმე დაავადება – მალთა-შუა დისკის თიაქარი, ოსტეოქონდროზი ან სქოლიოზი. ხშირად წელის ტკივილი ქალებში ფიზიკური აქტიურობის აუცილებლობით არის გამოწვეული  და ჯანსაღი ცხოვრებისკენაც მოუწოდებს. ამ დროს რეკომენდებულია ცურვა, სხვადასხა ფიზიკური აქტივობა ან წელის ფიქსატორების გამოყენება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი ქალებში?

ქალებში წელის ტკივილი  შესაძლოა, გამოვლინდეს სხვადასხვა პერიოდში. ძირითადად, ეს დისკომფორტი ორსულობის დროს მეორე ტრიმესტრიდან ვლინდება. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ორსული ქალების უმეტესობა ბოლო თვეებში დგომის დროს უკან იხრება. ამ დროს ხერხემლის კუნთები  შედარებით ძლიერად მუშაობას და შესაბამისად, მეტია ტკივილიც. რა თქმა უნდა, წელის ტკივილი ორსულობის დროს მთელი ცხრა თვე არ გრძელდება და მისი  მოხსნა ან შემსუბუქება სავსებით შესაძლებელია. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს დისკომფორტი იმის მანიშნებელია, რომ ნაყოფმა სწარაფად ზრდა დაიწყო. ორსულობის დროს წელის ტკივილის მიზეზებია:

  • წონის მატება;
  • სხეულის სიმძიმის ცენტრის ცვლილება;
  • ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონები.

წელისა და საკვერცხის ტკივილი

წელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ხერხემლის, არამედ გინეკოლოგიური და უროლოგიური ხასიათის პრობლემებითაც. უფრო ხშირად გინეკოლოგიური ტკივილები საშვილოსნოს ნაკეცის ან დანამატების ქრონიკული ანთების სიმპტომი – ხერხემლის, წელისა და გავის ძვლის არეში შეიძლება იყოს.

ასევე, წელისა და საკვერცხის ტკივილს იწვევს სხვადასხვა მიზეზიც, მაგალითად:

  • ოვულაციური პერიოდი
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთება, რომელიც საშვილოსნოს, საკვერცხეებსა და ფალოპის მილებს მოიცავს.
  • ენდომეტრიოზი, ანუ საშვილოსნოს მსგავსი ქსოვილის განვითარება საშვილოსნოს გარეთ
  • საკვერცხის კისტა – სითხიანი შიგთავსის მქონე პათოლოგიური წარმონაქმნი.

წელის ტკივილის მკურნალობა ქალებში

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში, ცურვა,  სწორი ჯდომა და წოლა – ეს არის იმ რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც ექიმები წელის ტკივილის დროს პაციენტებს ურჩევენ. ასევე მნიშვნელოვანია რომ ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის დატვირთვაზე უარი უნდა ვთქვათ და  მწვავე ტკივილის პერიოდში  მკვეთრი მოძრაობები შევზღუდოთ. ამ აქტივობების გარდა,  წელის ტკივილის დროს ეფექტურია ორთოპედიული ქამრების ტარება. გარდა იმისა, რომ ეს ორთოპედიული პროდუქტები ადამიანებს ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება, ასევე ეფექტურია მათი გამოყენება სხვადასხვა პრობლემის დროს, როგორიცაა ოსტეოქონდროზი, მალთა-შუა დისკის თიაქარი, ლორდოზი, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა პათოლოგიები. ეს პროდუქტები ასევე ინიშნება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. ისინი  ხელს უწყობს ხერხემლის ან კონკრეტულად წელის არის იმობილიზაციას და შესაბამის არეში  დატვირთვის შემსუბუქებას. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი – უნდა გამოიყენონ მშობლებმა თუ ბავშვის ტარებით გამოწვეული დისკომფორტის მოხსნა სურთ – უკანა კუნთებისა და იოგების/მყესის დაჭიმვის სამკურნალოდ .
  • თორაკოლუმბალური (გულ-მკედრწელის) კორსეტი – გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
  • ოპერაციის შემდგომი სარტყელი – ხელს უშლის მუცლის პრესის კუნთების მოდუნებას და გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ასევე ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ბუნებრივ ტემპერატურას წელისა და მუცლის ღრუში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *