5 ვარჯიში, რომელიც წელის ტკივილის დროს დაგეხმარება

წელის ტკივილი  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ადამიანების უმეტესობას აწუხებს. ხანგრძლივი მგზავრობა, ცუდ პოზაში ძილი, არასწორ მდგომარეობაში ჯდომა, სიმძიმეების აწევა თუ, მოულოდნელი ტრავმა – ხშირად ხდება წელის ტკივილის მიზეზი. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამ პრობლემას კომპლექსურად უდგებიან და  პაციენტებს ისეთ რეკომენდაციებს აძლევენ, როგორიცაა –  სწორად ჯდომა/წოლა, განსაზღვრულ მოძრაობათა სწორად შესრულება, სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის მოძრაობაზე უარის თქმა. ასევე მწვავე ტკივილის დროს პაციენტმა არ უნდა შეასრულონ მკვეთრი მოძრაობები და  რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. მართალია წელის ტკივილის მკურნალობისას შესვენება და აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რჩევაა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი დასვენება აუარესებს ტკივილს, ვარჯიში კი წელავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერება, კი შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად. წელის ტკივილისა და პრობლემების დროს რეკომენდებულია ცურვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები, როგორიც არის ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული.  გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივად შესასრულებელია და წელს არეში დისკომფორტის მოხსნაშიც დაგეხმარებათ:

1. ზურგზე წოლის დროს ხელები ხელისგულებით ქვემოთ ტანის გასწვრივ უნდა გაჭიმოთ. ჩაისუნთქეთ და თავი წამოსწიეთ. მოხარეთ ტერფები და ხელის მტევნები. ნელა და თანმიმდევრულად დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას. (შეასრულეთ 20-მდე)

2. ზურგზე წოლის დროს ხელები მოათავსეთ თავის ქვეშ. ჩაისუნთქეთ და თვლაზე “ერთი” გამართული ფეხები მაღლა ასწიეთ. თვლაზე “ორი” მოხარეთ, თვლაზე “სამი-ოთხი”   გაშალეთ და ნელა დაუშვით. ( შეასრულეთ 8-10-ჯერ)

3. ზურგზე წოლის დროს ფეხები ასწიეთ და ერთ-ერთი მუხლის სახსარში მოხარეთ. წარმოიდგინეთ, რომ  ველოსიპედის პედლებს ატრიალებთ და ორივე ფეხით შეასრულეთ წრიული მოძრაობები. განაგრძეთ 3 წუთი, თან თავისუფლად ისუნთქეთ.

წელზე არსებული პრობლემების დროს ასევე,  ეფექტურია  წელის კორსეტებისა და ქამრების ტარება.  თუმცა, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა უმჯობესია განახორციელოთ ექიმთან ვიზიტი და სამკურნალო გეგმის შედგენა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *