რატომ არის საჭირო საკეისროს შემდგომ სპეციალური ქამრის გამოყენება?

საკეისროს შემდგომ სპეციალური ქამრის გამოყენება ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, აჩქარებს ფორმაში ჩადგომის პროცესსა და ახდენს გართულებების პრევენციას. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე საკმაოდ  ეფექტურია ორსულობის შემდეგ, ფიზიოლოგიური მშობიარობისას, ხელს უწყობს წელის სტაბილიზაციას, ამაგრებს კუნთებს და ახდებს მუცლის დაწევის პრევენციას. გარდა ამისა, მას იყენებენ მუცლის ღრუსა და ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების  შემდეგაც, პოსტოეპერაციულად თიაქრის ჩამოყალიბების პრევენციისა  და  ჭრილობის გარეგანი დაზიანებისგან დასაცავად. მას ძირითადად გამოიყენებენ იმ მიზნით, რომ :

  • ხელს უშლის  მუცლის პრესის მოდუნებას;
  • ოპერაციის შემდეგ იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.

საკეისროს შემდგომი ქამრები დამზადებულია ელასტიური ბამბის მასალისგან, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. მისი გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას. ზოგიერთი მათგანი რეკომენდებულია მუცლის დაწევის თავიდან ასარიდებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. მათი დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები კი ფიქსაციას აძლიერებენ. ის ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ. სასურველია გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.  

სად შევიძინოთ საკეისროს შემდგომი ქამრები?

საკეისროს შემდგომი ქამრები ხელმისაწვომია კომპანია “ახალ ხედვაში”. მისი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. “ახალი ხედვის” სხვა პროდუქტების მსგავსად ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და რათქმაუნდა, მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.   სამედიცინო ჯგუფის პროდუქცია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  14 ფილიალშია წარმოდგენილი. თუმცა სასურველი პროდუქციის შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *