იდაყვის ამოვარდნა

იდაყვის ამოვარდნა ძირითადად, მოულოდნელ შემთხვევას უკავშირდება. ხშირად, ავარიის, დაცემის ან შეჯახების შედეგად,  სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივად სცილდება. იდაყვის ამოვარდნას თან ისეთი ტკივილები ახლავს, რომლის დროსაც ხელის გამართვა თითქმის შეუძლებელია.  მას ახასიათების ისეთი სიმპტომები როგორიცაა: მოძრაობის შეზღუდვა, ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ჩალურჯება სახსრის გარშემო. სხეულის ეს ნაწილი რთული აგებულების სახსარია, რომელიც  მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება, ამიტომ, იდაყვის სახსარში წარმოქმნილი ეს პრობლემა ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებაში გვაფერხებს. 

როგორ უნდა მოვიქცეთ იდაყვის ამოვარდნის დროს?

იდაყვის ამოვარდნის დროს სასახსრე კაფსულის გადაჭიმვით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად პაციენტი ცდილობს სახსარი მოხრილი ჰქონდეს, რაც, საბოლოოდ, მოხრითი კონტრაქტურების ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომ, ამ დროს ისევე როგორც სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისა და აქტივობის დროს იდაყვის ფიქსატორის გამოყენება რეკომენდირებულია.

იდაყვის ფიქსატორები

იდაყვის ფიქსატორები იცავს სახსარს დაზიანებისგან  დატვირთვის პროცესშიც. მისი გამოყენება  ამცირებს ტკივილს, ინარჩუნებს სითბოს და კომფორტულია გამოსაყენებლად მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას. იდაყვის ფიქსატორებს ნიშნავენ ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა  ართრიტი, ოსტეოართრიტი, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. მათი დიდი არჩევანია კომპანია “ახალი ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებულ ისეთ ექსკლუზიურ ბრენდების ფიქსატორებს სთავაზობს, როგორიცაა – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ეს პროდუქცია სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი. ტრავმების სამკურნალოდ იდეალურია – სტანდარტული იდაყვის ფიქსატორი. მისი დამატებითი ღვედები მეტ ფიქსაციას უზრუნველყოფს და  ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს.  იდაყვის ორთეზი, კი იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას უზრუნველყოფს. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს. არსებობს ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება . თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრამვების დროს, შესაძლოა იდაყვის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენება, რომელიც ნეოპრინის მასალისგანაა დამზადებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *