ორთოპედიულ ბალიშებს ადამიანები აქტიურად გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სამედიცინო დანიშნულების ნივთები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოწესრიგებაში დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, ოფისში საათობით მუშაობა, ადრე თუ გვიან, სისხლის მოძრაობას აფერხებს და ტკივილებს იწვევს კისრის, ზურგისა და ხერხემლის არეში. ასეთ შემთხვევაში, სავარძლის ბალიში ხსნის კუდუსუნის მიდამოში ტკივილსა და აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, რითაც ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას.
ორთოპედიული ბალიშები და მათი ბენეფიტები
ორთოპედიული ბალიშების გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აწუხებთ. თუმცა, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა ეს პროდუქტი მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ. ორთოპედიული სამედიცინო ბალიშები ხელს უწყობს:
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
- სხეულის სწორ პოზიციონირებას;
- ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;
- უზრუნველყოფს სწორ მდგომარეობაში ძილს;
- ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.
როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ბალიში?
თუ თქვენ ხშირად გიწევთ დიდ მანძილზე მგზავრობა და ეს თქვენთვის დისკომფორტის მომგვრელია, შეგიძლიათ სამგზავრო ორთოპედიული ბალიში გამოიყენოთ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას და თქვენ გადაადგილებას ბევრად მოხერხებულსა და სასიამოვნოს ხდის. ოფისში ხანგრძლივად კომპიუტერთან მუშაობა თუ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაშინ სავარძლის ბალიში უნდა გამოიყენოთ. ეს პროდუქტი კუდუსუნის არეში ტკივილს მოგიხსნით და მუშაობის პროცესს ბევრად კომფორტულს გახდის. იგივე პრობლემისთვის არის განკუთვნილი სავარძლის ბალიში, რომელიც წელს სწორ პოზიციაში აფიქსირებს. ორთოპედიული ბალიშების გამოყენება ხელს უწყობს:
- ტკივილის შემცირებას;
- ხერხემლისა და კისრის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას;
- დაჭიმულობის მოხსნას;
- მშვიდ ძილსა და მგზავრობას.
ორთოპედიული ბალიშების გამოყენების წესები
თუ ადამიანი მიჩვეულია გვერდულად ძილს, მას ურჩევენ მკვრივ ბალიშს, თუ ზურგზე წევს, ამ შემთხვევაში ურჩევენ საშუალო სიმკვრივის ბალიშს, ხოლო თუ მუცელზე, ამ დროს საჭიროა რბილი ბალიში.