საოპერაციო წინდები – ბენეფიტები და შერჩევის მეთოდები

საოპერაციო წინდების გამოყენება პაციენტებს ოპერაციის შემდეგ, სისხლის მიმოქცევის სტაბილიზებას ეხმარება.  ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მისი გამოყენება ახდენს თრომბების განვითარების პრევენციას, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს ქმნიან თრომბოემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზისა და სხვა საშიში პათოლოგიების ჩამოყალიბებისათვის.

რისთვის არის საჭირო საოპერაციო წინდები?

საოპერაციო წინდები ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს.  ამ პროდუქტს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ანტიემბოლიური წინდების გამოყენების მთავარი მიზანი ოპერაციის წინ, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში თრომბების ფორმირების არიდებაა. თრომბების წარმოქმნის მაღალი რისკი ქირურგიული ჩარევების დროს, ღრუებზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციები იქნება ეს თუ მცირეინვაზიური, განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

  • სისხლძარღვთა დაზიანება, რის გამოც შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა და ჰემატომები;
  • თორმბოციტების აგრეგაცია (აქტივაცია და შეწებება თრომბული საცობის ფორმირებით), როგორც რეაქცია სისხლძარღვის კედლის დაზიანებაზე;
  • მიკროცირკულაციისა და ქსოვილთა კვების (ტროფიკის) დარღვევა ვენური ძარღვებისა და კაპილარების გაკვეთის გამო;
  • ხანგრძლივი (რამდენიმეთვიანი) მკაცრი წოლითი რეჟიმი, რის შედეგადაც ქვემო კიდურებში ვენური შეგუბება ვითარდება.

როგორ შევარჩიოთ საოპერაციო წინდები

თუ ადამიანი მუდმივად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია ასეთ დროს მიზანშეწონილია საოპერაციო წინდების გამოყენება, ანუ ისეთი კომპრესიის შექმნა, რომელიც თანაბრადაა გადანაწილებული და რომელიც სისხლის მიმოქცევის თანაბარ სტიმულაციას ახდენს კიდურის მთელ ფართობზე. ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდები:

  • სისხლის ნაკადს გულიდან დაშორებული უბნებიდან ასტიმულირებს;

საოპერაციო წინდები:

  • სისხლის ნაკადის ნორმალიზებას ახდენს მთლიანობაში და ამით ეწინააღმდეგება ვენური შეგუბების ჩამოყალიბებას.

რამდენი ხნით არის საჭირო საოპერაციო წინდების ტარება?

საოპერაციო წინდები აუცილებლად ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით უნდა დაინიშნოს. მათი გამოყენების პერიოდი სრულად არის დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *