ანტითრომბული წინდები ქვედა კიდურებს ვარიკოზული ვენების განვითარებისგან იცავს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. თრომბოემბოლიურ წინდებს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ანტივარიკოზულ გეტრებს იყენებენ:
● ოპერაციამდე;
● ოპერაციის შემდგომ;
● ორსულობის პერიოდში;
● მწოლიარე პაციენტები;
● ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
ანტითრომბული წინდების ბენეფიტები
ანტივარიკოზული გეტრები სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთია, რომელსაც ადამიანები ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისა და ქირურგიული ჩარევების დროს იყენებენ. ანტითრომბული წინდა თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენება. ეს პროდუქტი ასევე ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ანტითრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს:
● ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
● ფეხებში სიმძიმის შეგრძნების მოხსნას;
● დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
● კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
თრომბის საწინააღმდეგო ჩულქების ტარებამდე სასურველია, რომ კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან და მისი რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენოთ
როგორ შევარჩიოთ თრომბის საწინააღმდეგო გეტრი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტივარიკოზული გეტრები გამოიყენება ოპერაციამდე, ოპერაციის დროსა და ორსულობის პერიოდში. ამიტომ თრომბის საწინააღმდეგო გეტრების შერჩევამდე უმჯობესია, რომ, პირველ რიგში, მიაკითხოთ ექიმს და მისი მითითების შესაბამისად შეიძინოთ. ანტივარიკოზული გეტრების ფასი 45 ლარიდან იწყება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – სამედიცინო დანიშნულების წინდაა, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მას გამოიყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა – ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
● ანტითრომბოებოლური მაღალყელიანი წინდა -გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
რაც შეეხება მისი გამოყენების წესებს – რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ ანტიემბოლური წინდის ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.