გეტრები ორსულებისთვის ხელს უშლის თრომბების წარმოქმნასა და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში. ეს პროდუქტი ორსულობის პერიოდში კიდურებში აქრობს ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას. საორსულე კოლგოტის გამოყენება ორსულებში ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად ერგება და საჭირო მოჭერილობაც აქვს.
ორსულობის გეტრის ბენეფიტები
ვარიკოზული ვენების საწინააღმედეგო კოლგოტი ორსულთათვის ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას. ორსულობის გეტრები ხელს უწყობს:
- სისხლძარღვების ნორმალურად ფუნქციონირებას;
- ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შემცირებას;
- თრომბების წარმოქმნის შემცირებას;
- ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკების შემცირებას.
როგორ შევარჩიოთ ორსულობის გეტრი?
ორსულობის გეტრების გამოყენება რეკომენდებულია, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- საორსულე გეტრი – გამოიყენება მსუბუქი ხარისხის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხელს უწყობს ვენებიდან სისხლის უკუდინებას და ცირკულაციის გაუმჯობესებას. საორსულე გეტრები გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც, რომელთა შეძენა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. გეტრი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს.
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი ორსულთათვის – გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას.
საორსულე კოლგოტების მოხმარებას თავისი სპეციფიკა აქვს. უმჯობესია, რომ წინდები დღის პირველ ნახევარში ჩაიცვათ, ისე, რომ ფეხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს. რეკომენდებულია, რომ საორსულე კოლგოტის ჩაცმის დროს გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა თავიდან აირიდოთ წინდის დაზიანების ფაქტორი. პროდუქცია კი ყოველდღიურად ხელით 30° ტემპერატურაზე საბავშვო საპნით გარეცხეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ. კოლგოტის გასაშრობად არ გამოიყენოთ გამათბობელი და მოარიდეთ მზეს.