ბარძაყის ნერვის ანთება მწვავე ტკივილს უკავშირდება და მოძრაობაზე საკმაოდ, უარყოფითად აისახება. ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ სპორტსმენებს . ბარძაყის ნერვის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს:
- ტრავმა;
- ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებები;
- დაქვეითებული იმუნიტეტი;
- სისხლძარღვოვანი დარღვევები.
მენჯ-ბარძაყის ტკივილის დროს პირველ რიგში, ტკივილგამაყუჩებელს იღებენ და თუ, ეს ტკივილი ანთებით პროცესს უკავშირდება საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართვაც. სწორი მკურნალობის პროცესისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ შესაბამისი გამოკვლევები.
ბარძაყის ნერვის ანთების სიმპტომები
ბარძაყის ნერვის ანთებას შეტევითი, მძაფრი და გაუსაძლისი ტკივილები ახასიათებს. ამ დისკომფორტს, ასევე თან ერთვის კანის გაწითლება, გაფითრება, ოფლიანობა, ცრემლდენა და კუნთების ადგილას ტკივილი. ბარძაყის ნერვის ანთების სიმპტომებია:
- ტკივილი;
- დაბუჟება;
- მოძრაობის შეზღუდვა.
ბარძაყის ნერვის ანთების მკურნალობა
ბარძაყის ნერვის ანთების დროს უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა , რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. ამავე, დროს მნიშვნელოვანია დაზიანებული ადგილის იმობილიზაცია, რასაც ფიქსატორები უზრუნველყოფს. კომპანია “ახალი ხედვის” მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები ნეოპრინის, პლასტმასისა და უმაღლესი ხარისხის ელასტიური მასალებისგან არის დამზადებული. ამ პროდუქტის მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ეს პროდუქცია ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებასა და სითბოს შენარჩუნებას. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟი – გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
- ბარძაყის დამჭერი – გამოიყენება ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანებების დროს. ინარჩუნებს სითბოს და უზრუნველყოფს კუნთების ფიქსაციას. ეფექტურია მისი გამოყენება სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაშიც.
- მენჯ-ბარძაყის ორთეზი – ხელს უწყობს სწრაფ რეაბილიტაციასა და იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან.
მათი შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებში. შესაძლებელია სასურველი სამედიცინო ნივთის ონლაინ გამოწერაც. ამისთვის მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებაა საჭირო.