ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდა

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდა ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ამ პროდუქტს მომხმარებლები ვარიკოზისა და ვენებზე არსებული პრობლემების დროს ატარებენ. ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ქვედა კიდურებში კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. არსებობს როგორც კომპრესიული წინდა მუხლამდე, ასევე მაღალყელიანი-ბარძაყამდე. კომპრესიული წინდის სიგრძე პრობლემის შესაბამისად ინიშნება. ასევე, განსხვავებაა ამ პროდუქციის კლასებს შორისაც:
❖ პირველი – გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს.
❖ მეორე და მესამე – კლასის ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდის ბენეფიტები

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდები გამოიყენება ვენების სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნითა და სამკურნალოდ. ეს პროდუქტი:

● აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას;
● ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში;
● ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას.
ასევე ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო მაღალყელიანი წინდა

ანტითრომბური მაღალყელიანი წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ეს პროდუქტი გამოიყენება:
● ქირურგიული ჩარევების დროს;
● ლაპარასკოპიის დროს:
● საკეისრო კვეთის დროს.

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო დაბალყელიანი წინდა

კომპრესიულ ტრიკოტაჟის სხვადასხვა მოდელი არსებობს, რომელიც განსხვავებული პრობლემების დროს გამოიყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
● ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა – გამოიყენება თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
● ვარიკოზული ვენების საწინააღმედგო კოლგოტი ორსულთათვის – გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას.
● ვარიკოზული ვენების წინდა მუხლამდე – გამოიყენება ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით. საუკეთესოდ უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას.
● კომპრესიული წინდა მუხლამდე – გამოიყენება ვენების მსუბუქი ხარისხის დაზიანების დროს. სამედიცინო დანიშნულების წინდა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს. გამოიყენება ასევე, პროფილაქტიკისთვის და მისი შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშეც შეგიძლიათ.

მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურია და უმჯობესია გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *