ბრტყელტერფიანობა ბავშვებში

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში გავრცელებული და ხშირი პრობლემაა. ეს შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა ან  რაქიტს უკავშირდებოდეს. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა – სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელთან იყოს დაკავშირებული. ტერფების ტკივილი რთული  ასატანია, რადგან სხეულის ამ ნაწილზე მთელი დღის განმავლობაში დიდი დატვირთვა მოდის, მას ჩვენ მთელი სხეულითა და წონით ვაწვებით. ბრტყელტერფიანობას, ძირითადად, ახასიათებს ქვემო კიდურების ტკივილი, დატვირთვისას ადვილად დაღლა და ხერხემლის და წელის არეში ტკივილიც, ზოგჯერ შეიძლება თავის ტკივილის მიზეზიც გახდეს.

რა იწვევს ბრტყელტერფიანობას ბავშვებში?

ბრტყელტერფიანობის დროს ბავშვები ადვილად იღლებიან თანატოლებთან შედარებით, უჭირთ სპორტული აქტივობები, მაგალითად: ფეხბურთის თამაში და არსებობს რისკი, რომ მომავალში სხვა სახსრების ტკივილი და დეფორმაციაც გამოიწვიოს. ამ პრობლემის კორექციის დასაწყებად საუკეთესო ასაკი ოთხიდან რვა წლამდეა. ძვლოვანი სტრუქტურა სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება, ამიტომ ჩარევაც მეტად ეფექტურია. ბავშვებში ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზებია:

  • რაქიტი;
  • ტრავმა;
  • არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;
  • ჭარბი წონა;
  • გენეტიკა.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ბავშვებში

ბრტყელტრფიანობის მკურნალობა ბავშვებში შესაძლოა კომპლექსური მეთოდით – ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიით და სამკურნალო ფიზკულტურით. მკურნალობის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად უმნიშვნელოვანესია სუპინატორის ტარება. ეს სამედიცინო პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.   განსაკუთრებით ეფექტურია სუპინატორი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევს და ტერფი დატვირთული აქვთ.  ორთოპედიული ღაბაში ტერფს ზოგავს, ტკივილებს აქრობს და სპორტსმენსა თუ მოცეკვავეს დატვირთვის გახანგრძლივებაში ეხმარება. სუპინატორის პარალელურად ბავშვს სპეციალური ვარჯიშები და ცურვა ენიშნება. უმჯობესია , რომ პრობლემების დაწყებამდე ტერფის გამოკვლევა ჩატარდეს და სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურ რეკომენდაციას მიგჰყვეთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *