ტერფის გამოკვლევა

ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და ამისთვის კომპიუტერულად ტერფის გამოკვლევაა საჭირო. ბოლო წლების განმავლობაში, ტერფის პათოლოგიებმა საგრძნობლად იმატა და შესაბამისად, პაციენტთა მომართვიანობაც ტერფის კვლევაზე გაზრდილია. ტერფის სხვადასხვა პათოლოგიას განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. ტკივილი შესაძლოა დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდეს ან მუდმივად გვაწუხებდეთ. ამ დროს აუცილებელია ტერფზე დიაგნოსტიკის ჩატარება. თანამედროვე ტექნოლოგიები ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. მისი მეშვეობით, დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ:

  • ტერფის ფორმის შესახებ;
  • სიმძიმის ღერძის შესახებ;
  • ყრდნობის ფართის შესახებ;
  • ტერფების დეფორმაციის ხარისხის შესახებ.

ჩატარებული ბაროპოდომეტრული კვლევა და პოდოსკანირება ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების  კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. ადრეული მკურნალობა, კი სხვა დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ. ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია პედოგრაფია. ეს პროცესი  ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში სწავლობს. პედოგრაფიის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, კი  ხდება ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება, რომელიც წარმოადგენს, როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკურ საშუალებას. ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ჩატარება მიზანშეწონილია 4-5 წლის ასაკიდან. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი 4-დან 8 წლამდეა. ბავშვებში ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21კგ-ს. ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად მოსულ პაციენტს სასურველია, თან ჰქონდეს ერთი ან ნახევარი ზომით დიდი, სქელძირიანი, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, რომელსაც ეღება ლანჩი. თანამედროვე ტექნოლოგიებით ტერფის კომპიუტერულ კვლევას  უკვე წლებია გვთავაზობს  კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკა. ეს კვლევა მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტიკას გულისხმობს. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. „ახალი ხედვის” კლინიკაში ტერფის დიაგნოსტირება ხორციელდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 032 218 25 38

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *