ელასტიური წინდა

თბილ ამინდებთან ერთად, გაზაფხულსა და ზაფხულზე, როდესაც სისხლძარღვები ფართოვდება, ქვედა კიდურებში ვენური პრობლემები იჩენს თავს. ამ დროს განსაკუთრებით აქტიური ხდება ელასტიურ წინდების გამოყენება. თუმცა, ამ პროდუქტს მრავალმხრივი დანიშნულებით გამოიყენებენ. მას აქტიურად ატარებენ სპოტსმენები და ორსულები, თუმცა მაინც მათი ძირითადი მომხმარებლები ვარიკოზით დაავადებული ადამიანები არიან. ეს პროდუქტი ეფექტურია, როგორც  ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ვარიკოზის პრევენციისთვის. ეს პროდუქტი ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის – რაც ვარიკოზის შემთხვევაში ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ ჩნდება. ელასტიური წინდა:

  • ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;
  • ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში;
  • ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
  • უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ელსტიური წინდები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მას პაციენტები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენებენ.  გარდა ამისა ამ პროდუქტის გამოიყენება ეფექტურია:

  • ორსულობის დროს;
  • თრომბოზის პრევენციის მიზნით;
  • წითელი ქარის დროს;
  • მოგზაურობის დროს;
  • ვენების გამოხატული დაავადებების დროს.

 განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

ელასტიური წინდები ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით ინიშნება და მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად განისაზღვრება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *