ელასტიური გეტრი

ელასტიური გეტრი ეფექტურია მისთვის, ვისაც კიდურებში ვენების  ვარიკოზული გაგანიერება აწუხებს. ხშირად, გვინახავს კომპრესიული ტრიკოტაჟით დაფარული ორსულების, სპორტსმენებისა და პოსტოპერაციულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების კიდურები. ამ დროს ელასტიური გეტრი ვენებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და  სისხლის შეგუბებას უშლის ხელს.

რისთვის გამოიყენება ელასტიური გეტრი?

ელასტიური გეტრი  ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება. ეს პროდუქტი ვარიკოზის დროს პაციენტებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება:

  • ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;
  • ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში;
  • ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
  • უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გარდა ამისა, ეს პროდუქტი ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებასაც ხსნის – ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ვარიკოზის შემთხვევაში ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ ჩნდება. ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც ძირითადად  ქალებში გვხვდება.

რა ტიპის ელასტიური გეტრი არსებობს?

განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ანტი-თრომბოემბოლიური წინდა – ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
  • ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და  კარამელისფერი.
  • ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა – გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ელასტიური გეტრი?

ვარიკოზული დაავადების, ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების დროს მკურნალობის შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაში იწყება მისი გამოვლენა. მკურნალობა მით უფრო წარმატებულია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმს. ელასტიური გეტრების გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ და მათი ტარების პერიოდიც ექიმის რეკომენდაციით განსაზღვროთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *