ზურგის კორსეტს სხვადასხვა ასაკის ადამიანები განსხვავებული მიზეზებით იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის ან კონკრეტულად წელის იმობილიზაციას და შესაბამის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ზურგის ტკივილი თანამედროვე სამყაროში ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები პრობლემა გახდა. ამის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, შეიძლება ეს – მჯდომარე ცხოვრების წესი, უმოძრაობა, დიდი ფიზიკური დატვირთვა, მძიმე ჩანთები, არასწორ პოზაში ძილი და არაერთი დაავადება იყოს. სწორედ ამ მიზეზების გამო ხშირია ზურგის კორსეტების გამოყენება.
რა ბენეფიტები აქვს ზურგის კორსეტს?
ზურგის კორსეტი ეფექტურია ასევე მხრების დეფორმაციის გასასწორებლად, პროფილაქტიკის მიზნით ან დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში კუნთების სარელაქსაციოდ. ეს პროდუქტი:
- ამცირებს ტკივილს ზურგის არეში;
- მოხრილობის შემთხვევაში ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს;
- ახდენს დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას.
რა ტიპის ზურგის კორსეტები არსებობს?
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედი აძლიერებს ფიქსაციას. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- წელის საორსულე ბანდაჟი – ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბან
- ზურგდამჭერი – ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
- მხრების ქამარი – არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, თაბაშირის შემცვლელად.
როგორ გამოვიყენოთ ზურგის კორსეტები?
ზურგის კორსეტის ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და მოხრილობის შემთხვევაში ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია, რომ მათ გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.