გასახდომ ელასტიკს ადამიანები მხოლოდ დაკლების მიზნით არ იყენებენ. უნდა იცოდეთ, რომ მას სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. ელასტიკი ფეხებში კალორიების წვას უწყობს ხელს და ასევე სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს. ის ვარჯიშის, სიარულისა თუ სხვადასხვა აქტივობის დროს ოფლის გამოყოფაში გეხმარებათ – ეს პროცესი კი სასურველ შედეგს ბევრად მცირე დროში მიგაღებინებთ. გასახდომი ელასტიკი წვავს ცხიმებს და ქვედა კიდურებში არასასურველი სისუსტის შეგრძნებასაც ამცირებს. ეს პროდუქტი მოთხოვნადია როგორც ქალებში, ისე მამაკაცებიც.
როგორ გამოვიყენოთ გასახდომი ელასტიკი?
იქიდან გამომდინარე, რომ გასახდომი ელასტიკი ყველაზე კარგად ცხიმებს ფეხით სიარულის დროს წვავს, მისი ტარება ეფექტურია სეირნობისა და სირბილის პროცესში. თუმცა, მისი გამოყენება შედეგიანია იოგის, ფიტნესისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობის დროსაც. გასახდომი ელასტიკი ფეხებში დაღლილობის შეგრძნებას ხსნის და ყოველდღიური ვარჯიშის დროს მისი ჩაცმა ორმაგ შედეგს იძლევა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მისი სარეცხ მანქანაში გარეცხვა, დაუთოება, გაწურვა და ძლიერ მზის შუქზე გაშრობა არ არის მიზანშეწონილი.
კომპანია “ახალი ხედვის” გასახდომი ელასტიკი
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის გასახდომ ელასტიკს სთავაზობს. მისი ღირებულება 150 ლარს შეადგენს და S, M, L, XL და XXL ზომებშია ხელმისაწვდომი. ამ პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ მაღაზიებში შეგიძლიათ. თუ ადგილზე მისვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ გამოიწეროთ. კომპანია “ახალი ხედვის” გასახდომი ელასტიკი დამზადებულია ორმაგად ლამინირებული ნეოპრინის ელასტიური მასალისგან და ვარჯიშის დროს ცხიმების წვას უწყობს ხელს. ის მომხმარებლებს ბარძაყისა და მუცლის არეში ცელულიტების მოცილებაშიც ეხმარება. გარდა ამისა, მისი გამოყენება ეფექტურია როგორც სპორტული ტრავმების დროს, ასევე წონაში კლების მიზნით. კომპანია „ახალი ხედვის“ გასახდომი ელასტიკის მწარმოებელია თურქული ორთოპედიული პროდუქციის ლიდერი კომპანია მორსა/MorsaCyberg, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.