სითხე მუხლში

სითხე მუხლში თანამედროვე მედიცინაში ცნობილია სახელწოდებით სინოვიტი. ამ დროს სახსარში ხდება სინოვიური სითხის დაგროვება. სინოვიტი წარმოადგენს ანთებით პროცესს სახსრის სინოვიურ გარსში, რომელიც ხელს უწყობს სინოვიური ჩანთებში ზედმეტი სითხის წარმოქმნას. სითხის დაგროვება ძირითადად, ხდება ერთ-ერთ სახსარში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ასეთი მოვლენა შეინიშნება რამოდენიმე ადგილას ერთდროულად.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სითხე მუხლში?

მუხლი რთული სახსარია, მრავალი შემადგენელი კომპონენტით, რის გამოც ის ხშირად ექვემდებარება სხვადასხვა სახის ტრავმას, მათ შორის საკმაოდ ხშირია სითხის დაგროვება. მიიჩნევა, რომ მუხლის ტრავმა ძირითადად სპორტსმენების პრობლემაა. სითხის დაგროვების ხასიათი დამოკიდებულია თავად სითხის შემადგენლობაზეც, იგი შეიძლება იყოს გამჭვირვალე, მღვრიე, ან სისხლოვანი. სითხე მუხლის სახსარში, შესაძლოა მიანიშნებდეს სახსრებში არსებულ სხვა პრობლემებზე, ჩვეულებრივ, ეს შეიძლება იყოს ტრამვა, ოსტეოართროზი ან ართრიტი. მუხლში სითხის დაგროვების სიმპტომებია:

ამის მიზეზი  შეიძლება იყოს:

  • სხვადასხვა სახის ტრამვა;
  • დაზიანება;
  • ანთებითი პროცესები
  • რაიმე ორთოპედიული დაავადებები.

რა სიმპტომები ახასიათებს სითხე მუხლში?

სითხე მუხლში ადამიანის გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. საწყის სტადიაზე, ეს პრობლემას თან ახლავს გამოხატული ტკივილის სინდრომი და აშკარა დისკომფორტის შეგრძნება. მდგომარეობის უმნიშვნელო გართულების დროს კი უკვე შეიმჩნევა სახსრის მოძრაობის უნარის შეზღუდვა და მოძრაობის ფუნქციების დარღვევა.  მუხლში სითხის დაგროვების სიმპტომებია:

  • შეშუპება;
  • ტკივილი;
  • კიდურების მოძრაობის ნაწილობრივი ან მთლიანი შეზღუდვა.

სითხე მუხლში და მისი მკურნალობა

მუხლში სითხის დაგროვების დროს ტკივილის შესამცირებლად რეკომენდირებულია მუხლის ფიქსატორების გამოყენება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • სტანდარტული მუხლის ფიქსატორი – მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იდეალური საშუალებაა მენისკის გახევის, მუხლის სახსრის ბურსიტისა და წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს.
  • მუხლის მატყლის სამაგრი – მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.
  • მარტივი მუხლის დამჭერი – გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.

ამ პროდუქციის დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო საშუალებებს მთელი საქართველოს მასშტაბით 2012  წლიდან აწვდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *