რამ შეიძლება გამოიწვიოს კოჭის შეშუპება?

კოჭის შეშუპების მრავალი მიზეზი არსებობს.  ამ პრობლემის ხშირი მიზეზია ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა და ტრავმული დაზიანებები.  თუმცა, ზოგჯერ ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. შეშუპების, შესიების მიზეზი შესაძლოა იყოს სითხის დაგროვება ან დაზიანებული თუ ტრავმირებული ქსოვილებისა და სახსრების ანთება. ზოგჯერ ფეხის შეშუპება ისეთი სერიოზული პათოლოგიების სიმპტომია როგორიცაა გულის დაავადება ან სისხლის კოლტები.

სიმპტომები

კოჭის შეშუპება და ძლიერი ტკივილი ხშირად დაკავშირებულია ღრძობასთან, რომელიც   სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვას ან ნაწილობრივ გაგლეჯას გულისხმობს. სამწუხაროდ, ღრძობა ხშირია სპორტსმენებში –  სირბილის, ფეხის გადაბრუნების, წაქცევისა  და დაჭიმულობის გამო. თუ კოჭის შეშუპებას თან ტემპერატურაც ახლავს, მაშინ არ არის გამორიცხული ინფექციური ართრიტი ან მწვავე რევმატული ცხელება მიმდინარეობდეს. კოჭის ტკივილი და შეშუპება ახასიათებს ისეთ დავადებებსა და დაზიანებებს, როგორიცაა:

  • ღრძობა – გულისხმობს სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვას ან ნაწილობრივ გაგლეჯას. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ხშირია სპორტსმენებში, რადგან კოჭის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა, მოხრა, გაშლა ან შებრუნება.
  • აქილევსის ტენდინიტი – ძირითადად ზედმეტი დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. აქილევსის მყესი ის ქსოვილია, რომელიც კანჭის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან-  შესაბამისად,    ტკივილიც ძირითადად ფეხის უკანა ნაწილში ან  ქუსლის ძვალთან ლოკალიზდება.
  • ოსტეოართრიტი – სახსარში მიმდინარე დეგენერაციული პროცესია,რომელიც,პირველ რიგში, იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის გაცვეთას.ამ დროს ასევე ზიანდება სახსრის სხვა კომპონენტები.მდგომარეობა კლინიკურად სახსრის ტკივილით და  ფუნქციის შეზღუდვით ხასიათდება.

კოჭის შეშუპების მკურნალობის გზები

კოჭის შეშუპება ყინულებითა და ცივი საფენებით შესაძლოა მოვიხსნათ. თუმცა, კოჭის ტკივილს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება. მწვავე ტკივილის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც  ტკივილის მიზეზი ტრავმა ან სხვა ტიპის  დაზიანებაა. მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება კოჭის ფიქსატორები. ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ის უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.  მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს, ჰემატომისა და შეშუპების დროს კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კოჭის ფიქსატორები დიდ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე  ხელს უწყობს რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებასაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *