ხერხემლის კორსეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. პაციენტები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. ხერხემლის კორსეტები ზურგის არეში ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. მათი ტარება რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდში და იმათთვისაც, ვისაც თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი აწუხებთ.
რისთვის არის საჭირო ხერხემლის კორსეტი?
მომხმარებლები ხერხემლის კორსეტს სხვადასხვა მიზეზით ატარებენ. მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ე.წ გულ-მკედრ-წელის ანუ ხერხემლის კორსეტის ტარებაა რეკომენდირებული. წელის სტანდარტული კორსეტი კი, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და პლასტმასის ჩანართები აქვს, წელისა და ზურგის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად უნდა ვატაროთ. რაც შეეხება, ოსტეოართრიტს, ოსტეოპოროზს, სქოლიოზსა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას – ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური. ხერხემლის კორსეტების ტარება საჭიროა:
- ტკივილის დროს;
- დაავადებების დროს;
- რეაბილიტაციის დროს;
- ოპერაციის შემდგომ.
როგორ შევარჩიოთ ხერხემლის კორსეტი?
კორსეტის ზომა ძირითადად ჭიპის დონეზე წელის გარშემოწერილობის მიხედვით შეირჩევა, ამიტომ პროდუქტის მეტი ეფექტურობისა და კომფორტული მოხმარებისთვის, დააკვირდით მწარმოებლის მიერ ყუთზე დატანილ ზომის ცხრილს ან მიმართეთ კვალიფიციურ კონსულტანტს. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს წელის კორსეტებისა და ქამრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. “ახალი ხედვის” სხვა პროდუქტების მსგავსად ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და, რა თქმა უნდა, მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. ამ პროდუქტების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე.