კომპრესიული ტრიკოტაჟი

კომპრესიული ტრიკოტაჟი  აერთიანებს წინდებს, ჩულქებსა და კოლგოტებს. აღნიშნული პროდუქციის მეშვეობით სტაბილურდება სისხლის მიმოქცევა და ამავდროულად, ხელი ეშლება თრომბების წარმოქმნას. ელასტიური ტრიკოტაჟი გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის, ასევე რეაბილიტაციის პერიოდში და სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის. ძირითადად, მომხმარებლები ამ პროდუქტს ვარიკოზის არსებობის შემთხვევაში, ორსულობის დროსა და  ხანგრძლივი მგზავრობის დროს ატარებენ.

რისთვის გამოიყენება კომპრესიული ტრიკოტაჟი?

კომპრესიულ კოლგოტებს ადამიანები იყენებენ მაშინ, როდესაც ქვედა კიდურებში წვისა და სიმძიმის შეგრძნება აწუხებთ.  ეს მოვლის საშუალებები ასევე ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. ელასტიური ტრიკოტაჟი აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კომპრესიული ტრიკოტაჟი გამოიყენება:

  • ხანგრძლივი მოგზაურობის დროს;
  • ორსულობის დროს;
  • ვარიკოზის დროს;
  • თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით;

ეს პროდუქტი ასევე:

  • ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;
  • ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში.

როგორ შევარჩიოთ ტრიკოტაჟი?

კომპრესიულ ტრიკოტაჟს კლასების მიხედვით განასხვავებენ:

  • პირველი – გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.
  • მეორე და მესამე კლასის – ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.

განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად-მოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *