კისრის ბალიში – განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს. ეს პროდუქტი ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.
რისთვის არის საჭირო კისრის ბალიში?
თუ კისრის ტკივილი დაჭიმულობა ან დაღლილობა ხშირად გაწუხებთ, კისრის ბალიში თქვენთვის იდეალურია. ის უსიამოვნო შეგრძნებას მოგიხსნით და ამასთანავე კისერს სწორ პოზიციაში დაგიფიქსირებთ. განსაკუთრებით აუცილებელია კისრის ბალიშის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონში ყურებას ან კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომას დიდ დროს უთმობთ. გარდა ამისა, მათი გამოყენება ეფექტურია სხვადასხვა დაავადებების დროს. მათ შორის არის:
- რევმატული ართრიტი;
- ოსტეოქონდროზი;
- კისრის ოსტეოართრიტი;
- დისკის თიაქარი.
როგორ შევარჩიოთ კისრის ბალიში?
კისრის ბალიშების გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- სამგზავრო ბალიში – ამ პროდუქტის გამოყენება მნიშვნელოვანია მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის. მისი ფორმა დაგეხმარებათ, რომ თავი და კისერი სწორ პოზიციაში დააფიქსიროთ და სატრანსპორტო საშუალებით ხანგრძლივი გადაადგილება თქვენთვის ნაკლებად დისკომოფრტული იყოს.
- კისრის გასაბერი ბალიში – საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
- კისრის ბალიში – გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრის და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. ის ასევე უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორი
როგორ გამოვიყენოთ კისრის ბალიში?
კისრის ბალიშის დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც ძალიან მარტივია, რადგან პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. მისი ანატომიური ფორმა საშუალებას იძლევა მოირგოთ სასურველ ფორმაზე და დაარეგულიროთ თქვენი კომფორტის მიხედვით.