დიდი დროით ტელეფონში ყურება, კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომა კისრის დაჭიმულობასა და ტკივილს იწვევს. განსაკუთრებით ეს დისკომფორტი აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც საათობით ოფისში მუშაობა და კომპიუტერთან ჯდომა უწევთ. სწორედ ამიტომ, კისრის ტკივილი ახლა თითქმის ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. კისრის დაჭიმულობის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ბალიშების გამოყენებას. მისი გამოყენება ეფექტურია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ეს პროდუქტი :
- ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში;
- უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას;
- უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს.
როდის არის კისრის ბალიშის გამოყენება საჭირო?
კისრის ბალიში საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც ძალიან მარტივია, რადგან პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. მისი ანატომიური ფორმა საშუალებას იძლევა მოირგოთ სასურველ ფორმაზე და დაარეგულიროთ თქვენი კომფორტის მიხედვით.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში კისერი და თავი ინარჩუნებდეს სწორ პოზიციას;
- თუ დღის განმავლობაში დიდხანს გიწევთ ჯდომა, ყურადღება უნდა მიექცეს სხეულის პოზიციას : თავი იყოს ნეიტრალურ მდგომარეობაში; სხეული კი გამართული.
- ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და იმოქმედეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
როგორ შევარჩიოთ კისრის ბალიში?
კისრის ბალიშების გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. კისრის ბალიში ტრავმებისგან გიცავთ, თავს ნეიტრალურ პოზიციაში აფიქსირებს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებასაც ხსნის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- სამგზავრო ბალიში – ამ პროდუქტის გამოყენება მნიშვნელოვანია მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის. მისი ფორმა დაგეხმარებათ, რომ თავი და კისერი სწორ პოზიციაში დააფიქსიროთ და სატრანსპორტო საშუალებით ხანგრძლივი გადაადგილება თქვენთვის ნაკლებ დისკომფორტთან ასოცირდებოდეს.
- კისრის გასაბერი ბალიში – საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
- კისრის ორთოპედიული ბალიში – გამოიყენება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე რიგი სამედიცინო პრობლემების დროს, როგორიცაა კისრის ოსტეოქონდროზი, თავის ქრონიკული ტკივილი და აპნოე. მისი დანიშნულებაა თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაცია და ხერხემლის სწორ ანატომიურ მდგომარეობაში პოზიციონირება.
- კისრის ბალიში – გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრის და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. ის ასევე უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორი ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას ძილის დროს.
კისრის ბალიშის შეძენამდე გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე.