დასაჯდომ ბალიშებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებულია მათთვის, ვისი საქმიანობაც დიდხანს ჯდომას უკავშირდება. გარდა სამსახურეობრივი საქმიანობისა, დასაჯდომი ბალიში ეფექტურია მგზავრობის დროსაც როგორც მძღოლებისთვის, ასევე მგზავრებისთვის. თუ კუდუსუნის არეში ტკივილი ხშირად გაწუხებთ, მაშინ მისი გამოყენება ყოველდღიურად, სახლის პირობებშიც, შეგიძლიათ. ამ პროდუქტს სამედიცინო დანიშნულება აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, აფერხებს სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ხელს უშლის ბუასილის პროგრესირებას.
დასაჯდომი ბალიშების ბენეფიტები
დასაჯდომი ბალიშები ხერხემალს სწორ პოზიციაში აფიქსირებს, რაც მუშაობის პროცესს საგრძნობლად აუმჯობესებს. გარდა ამისა ეს პროდუქტი ხელს უწყობს:
- დააფიქსიროს წელი ანატომიურ მდგომარეობაში;
- დაიცვას ზურგის კუნთები გადაღლილობისგან;
- შეამციროს დატვირთვა წელსა და კუდუსუნზე;
- იდეალურია ბუასილის დროს, მშობიარობის შემდეგ და წელის ტკივილისას.
ვისთვის არის საჭირო დასაჯდომი ბალიშები?
დასაჯდომი ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია, შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიაც მრავალფეროვანია. ამ პროდუქტს განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულების დროს იყენებენ.
დასაჯდომი ბალიშების სხვადასხვა ტიპები
ორთოპედიული ბალიშები ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. ეს სამედიცინო დანიშნულების ნივთები თავს, კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ მისი ხშირი გამოყენება ადამიანების მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს – ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში. განვიხილოთ, რა ტიპის დასაჯდომი ბალიშებია ხელმისაწვდომი:
- დასაჯდომი ბალიში – აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში;
იცავს ზურგის კუნთებს გადაღლილობისგან; დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან, მისი ზედაპირი იხსნება და ირეცხება, რაც ჰიგიენური ნორმების დაცვის საშუალებას გაძლევთ.
- სავარძლის ბალიში – აქვს ამორტიზირების უნარი, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ავარჯიშებს კუნთებს, აქვს ჰაერგამტარი თვისება, რაც გამორიცხავს ჩახურებას.
სკამის ბალიშის გამოყენების წესები
ოფისში ხანგრძლივად კომპიუტერთან მუშაობა თუ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაშინ სკამის ბალიში უნდა გამოიყენოთ. ეს პროდუქტი კუდუსუნის არეში ტკივილს მოგიხსნით და მუშაობის პროცესს ბევრად კომფორტულს გახდის.