კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზები გარკვეულწილად ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. გარდა ამისა, კირის ტკივილის მნიშვნელოვანი ფაქტორებია ცუდი ძილი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და სტრესი. ასევე, ალბათ გსმენიათ, რომ არსებობს სხეულის სწორი და არასწორი პოზები, ზოგიერთ პოზას ხერხემლის ტკივილის გამოწვევაც შეუძლია. კისრის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- ართროზი;
- თიაქარი;
- ოსტეოქონდროზი;
- კუნთის დაჭიმულობა;
- სახსრების გაცვეთა;
- ნერვის კომპრესია;
- პროტრუზია;
- ტრავმა და ა.შ.
კისრის ტკივილის პერიოდი კი რამდენიმე თვეში ქრება, მაგრამ ადამიანთა ნახევარს ან სამ-მეოთხედს განმეორებითი ტკივილები ისევ ეწყება. კისრის ტკივილის მკურნალობის პროცესში ჯანსაღი ცხოვრების წესის ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს — იძინეთ საკმარისად, ივარჯიშეთ ფიზიკურად და ეცადეთ, ნაკლები სტრესი მიიღოთ. თუ თქვენ სისტემატურად შეასრულებთ მარტივ ვარჯიშებს, კისრის კუნთები გაგიძლიერდებათ, რაც თავიდან აგარიდებთ დაძაბულობასა და დაჭიმულობას. ამიტომ მუშაობის დროს ეცადეთ:
- ჯდომის მანერის ხშირ ცვლილებას;
- სამუშაო სივრცის სხვაგვარად მოწყობას;
- სპეციალური სკამისა თუ ორთოპედიული საშუალებების გამოყენება.
გარდა ამისა, ტკივილის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კისრის ფიქსატორები. იქიდან გამომდინარე, რომ მოძრაობისას ტკივილი ამ არეში ძლიერდება იმობილიზაციის მიზნით, ამ პროდუქტის ტარება საკმაოდ, ეფექტურია. გარდა ამისა, ის თავს ნეიტრალურ პოზიციაში აფიქსირებს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც ხსნის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- კისრის გასაბერი საყელო – საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
- კისრის სტაბილიზატორი – გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.
- ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები – ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
გარდა ამისა, მათი გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, წელის, თავის ტკივილისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოფხვრას.
