მუხლის იოგის დაზიანება – სიმპტომები და მკურნალობის გზები

მუხლის იოგის დაზიანება საკმაოდ გავრცელებული ტრავმაა, რომელიც შეიძლება შეხვდეს როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურ ადამიანებს.  ეს არის მყესის ქსოვილის ანთება, რომელიც ძვალთან მიერთების წერტილში ან კუნთისა და მყესის გადაბმის ადგილში მიმდინარეობს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს უეცარი ტრავმით, თუმცა მისი უფრო ხშირი მიზეზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში განმეორებითი მოძრაობებია. ადამიანების უმეტესობას მუხლის ტკივილი უვითარდება  იმის გამოც, რომ მათი სამსახური მოითხოვს განმერორებით მოძრაობებს, რაც  მყესს აზიანებს.

მუხლის იოგის დაზიანების სიმპტომები

მუხლის იოგის დაზიანება საკმაოდ შემაწუხებელია და ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანებს დისკომფორტს უქმნის.  ამ პრობლემას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:

  • ტკივილი;
  • შეშუპება;
  • სისხლჩაქცევა
  • კუნთების სპაზმი;
  • დაზიანებული კუნთის დაქვეითებული მოძრაობა.

მუხლის იოგის დაზიანების მკურნალობა

მუხლის ტკივილი საკმაოდ რთული ასატანია, რადგან გადაადგილების დროს ის დიდ დისკომფორტს იწვევს. ხშირად ტკივილი იმდენად შემაწუხებელია, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმშიც კი ხელის უშლის ადამიანებს. იოგების დაჭიმვის დროს გარკვეული მუხლის ფიქსატორები მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეს პროდუქტი:

  • მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება;
  • იცავს მუხლს დაზინებისგან.

მუხლის იოგის ფიქსატორი არსებობს როგორც მოკლე, ასევე გრძელი მოდელი, რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი – გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არსებობს როგორც მოკლე, ასევე გრძელი მოდელი, რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
  • მუხლის მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
  • მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით – გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ, ექიმის დანიშნულებით.
  • მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს.

გარდა ამისა, ამ დროს მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და მცირე ფიზიკური აქტივობები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *