კისრის ტკივილი ძალიან გავრცელებული პრობლემაა. განსაკუთრებით ეს დისკომფორტი აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც საათობით ოფისში მუშაობა და კომპიუტერთან ჯდომა უწევთ. სწორედ ამიტომ, კისრის ტკივილი ახლა თითქმის ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. მათ, შორის ბავშვებში – დიდი დროით სმარტფონის გამოყენება კისრის კუნთების დაჭიმულობას იწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში ყოფნის პერიოდში სპეციალური ვარჯიშები გააკეთოთ, რაც მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. გთავაზობთ, რამდენიმე მარტივ ვარჯიშს, რომლებსაც თერაპიული ეფექტი აქვთ და კისრის არეში დაჭიმულობას და დისკომფორტს შეგიმცირებთ:
- მიიტანეთ ნიკაპი კისერთან და ნელა მიაბრუნეთ თავი ხუთჯერ მარჯვენა მხარეს და შემდეგ ხუთჯერ მარცხენა მხარეს;
- ნიკაპი გაასწორეთ, ხელები კეფაზე დაილაგეთ 7 წამის განმავლობაში და გაიმეორეთ სამჯერ;
- შეაერთეთ ხელები და მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ. დაეყრდენით ნიკაპით 7 წამის განმავლობაში და გაიმეორეთ სამჯერ;
- დახარეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ ყური მხარზე მიიდოთ. თითო მხარეს ხუთჯერ გაიმეორეთ ეს მოძრაობა;
- დაჭიმეთ კისრის კუნთები, მარცხენა საფეთქელს მარცხენა ხელისგული დააჭირეთ, შემდეგ კი მარჯვენა საფეთქელს მარჯვენა ხელისგული. ორივე მოძრაობა გაიმეორეთ სამჯერ 7 წამის განმავლობაში.
ეს ვარჯიშები მოგიხსნით დაძაბულობას კუნთებში და შესანიშნავია კისრის ტკივილის შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, არსებობს ორთოპედიული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს კისრის არეში დისკომფორტის შემცირებას. კისრის ფიქსატორები ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებს და ტკივილსაც ამსუბუქებს. გარდა ამისა, მათი გამოყენება შესაძლებელია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა რევმატული ართრიტი, ოსტეოქონდროზი, კისრის ოსტეოართრიტი და დისკის თიაქარი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები – ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტის, სპონდილოზისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
- ფილადელფიის კისრის ორთეზი – უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს. ამსუბუქებს ტკივილს ხერხემლის გასწვრივ.
- კისრის გასაბერი საყელო – საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას კისრის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
კისრის ფიქსატორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე.