მუხლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

მუხლის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს. მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლებელია იოგის გახევა ან ხრტილის დაზიანება გამოიწვიოს. მუხლის ტრავმის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • მენისკის დაზიანება – მიზეზი შესაძლებელია იყოს: არაპირდაპირი ან კომბინირებული ტრავმა, რომელსაც თან სდევს წვივის ძვლის როტაცია. განმეორებითმა პირდაპირმა ტრავმამ შესაძლოა მენისკის ქრონიკული ტრავმატიზაცია, ანუ  მენისკოპათია,  გამოიწვიოს.
  • შლატერის დაავადება – მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანების შედეგად ვითარდება. ძირითადად, მიზეზი ძვლის თავთან შეერთების ადგილას – მუხლის ფირფიტის განმეორებადი, ძლიერი დაჭიმვები ხდება. ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევაში 10-დან 18 წლამდე მოზარდებს უჩნდებათ. უფრო მეტად, კი ხშირი ბიჭებშია, რომელთა ორგანიზმიც აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის.
  • ართროზი – მიეკუთვნება სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული ქრონიკული დაავადებების ჯგუფს, აგრესიულად მიმდინარეობს – პროგრესირებს და სახსრის ფაქტობრივად ყველა ელემენტს აზიანებს – როგორც ხრტილოვან და ძვლოვან ნაწილს, ისე მიმდებარე (პერიარტიკულურ) ქსოვილებსაც

მუხლის ტრავმების მკურნალობა პრობლემის შესაბამისად ხდება. ტკივილის თავიდან ასარიდებლად სპორტსა და გადაჭარბებულ ვარჯიშს უნდა მოერიდოთ. ასევე საჭიროა თავის შეკავება მუხლის ძლიერი მოხრისგან. მკურნალობის პროცესში პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, ასრულებენ დაჭიმვით ვარჯიშებსა და იყენებენ მუხლის ფიქსატორებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *