სამედიცინო კორსეტი

 სამედიცინო კორსეტს მომხმარებლები ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის ან კონკრეტულად წელის იმობილიზაციას და შესაბამის არეში  დატვირთვის შემსუბუქებას. გარდა, ამისა წელის კორსეტები და ქამრები ეფექტურია სხვადასხვა პრობლემის დროს, როგორიცაა:

  • ოსტეოქონდროზი;
  • მალთაშუა დისკის თიაქარი;
  • კიფოზი;
  • სქოლიოზი;
  • რადიკულიტის და სხვადასხვა პათოლოგიის დროს.

სამედიცინო კორსეტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. კორსეტები და ქამრები პაციენტებს წელის  სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული,მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.
  • ლამბოსაკრალური ზურგის კორსეტი – გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების (მალთა შუა სახსრების) ადგილის დისფუნქციის დროს.

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სამედიცინო კორსეტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. “ახალი ხედვის” სხვა პროდუქტების მსგავსად ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და რა თქმა უნდა, მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *