კოჭის ტკივილი ხშირად უეცარ ტრავმას ან სპორტულ აქტივობას უკავშირდება. კოჭი მყესების, ძვლების, იოგების და კუნთების კომპლექსური ერთიანობაა, რომელიც ძალიან ძლიერია და სხეულის მთელ წონას უძლებს. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ის ზიანდება და სხვადასხვა სახის დაავადების ან ტრავმის დროს ძლიერ ტკივილს იწვევს.
კოჭის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
კოჭის ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. შეიძლება, ეს სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით იყოს განპირობებული. ძლიერი ტკივილი ხშირად დაკავშირებულია კოჭის ღრძობასთან, რომელიც სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვას ან ნაწილობრივ გაგლეჯას გულისხმობს. სამწუხაროდ, ღრძობა ხშირია სპორტსმენებში.ის ტკივილს ხშირ შემთხვევაში კოჭის შეშუპება და შესიება ახლავს თან. ეს ძირითადად იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა საქმე მოტეხილობასთან ან სხვა რაიმე დაზიანებასთან გვქონდეს. თუ შეშუპებასთან ერთად, ტემპერატურაც აღგენიშნებათ, მაშინ არ არის გამორიცხული ინფექციური ართრიტი ან მწვავე რევმატული ცხელება მიმდინარეობდეს.კოჭის ტკივილი შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს ბურსიტით და აქილევსის მყესის ანთებით,გაგლეჯვით ან დაჭიმულობით.ხშირად კოჭი ბრტყელტერფიან ადამიანებსაც აწუხებთ.
კოჭის ტკივილის მკურნალობის მეთოდები
კოჭის ტკივილის მკურნალობის განსხვავებული მეთოდები არსებობს და ეს დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. თუ მოტეხილობა ან სხვა მძიმე დაზიანებაა გამოხატული,შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო. მსუბუქი დაზიანებებისა და ტრავმების დროს კი უმეტესად ადამიანები ამბულატორიულ მკურნალობასა და თაბაშირით ან მის ნაცვლად კოჭის ოროპედიული ორთეზით იმობილიზაციას მიმართავენ. კოჭის ტკივილის შემსუბუქების მიზნით აუცილებელია ფიზიკური აქტივობის შემცირება და სახსრის ფიქსაცია.როდესაც ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით,გამოიყენეთ კომფორტული და თქვენი დატვირთვის შესაბამისი ფეხსაცმელი.კოჭის ტკივილს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება,თუმცა თვითმკურნალობა მკაცრად დაუშვებელია მწვავე ტკივილის შემთხვევაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტკივილის მიზეზი ტრავმა ან სხვა სახის დაზიანებაა.
კოჭის ფიქსატორები
ხშირია შემთხვევები, როდესაც კოჭი ზიანდება და სხვადასხვა სახის ტრავმის ან დაავადების დროს ძლიერ ტკივილს იწვევს. საბედნიეროდ, არსებობს კოჭის ორთოპედიული ფიქსატორები, რომლებიც ამ პრობლემის აღმოხვრაში დიდ როლს ასრულებს და სწრაფ რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს. კოჭის ფიქსატორები ამცირებს ტკივილს.ეს პროდუქტები არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ეფექტურია მისი ტარება შეშუპებისა ჰემატომის დროს. გარდა ამისა, კოჭის ფიქსატორების გამოყენება რეკომენდებულია როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც. ზოგიერთი მათგანი აქილევსის მყესის დაზიანებისა და დაჭიმულობის შემთხვევაშიც გამოიყენება.