ხერხემლის ქამრებს ადამიანები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს იყენებენ. ეს სამედიცინო საშუალება ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და წელის ტკივილის შესამცირებლად იდეალურია. ხერხემლის ქამრები სხეულის ამ ნაწილში დატვირთვის შემსუბუქებას უწყობს ხელს და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება. წელის კორსეტისა და ქამრის ტარება რეკომენდებულია ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. ადამიანები ამ პროდუქტს სხვადასხვა ასაკში იყენებენ, რადგან ის ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს და ზოგადად, მისი დანიშნულება მრავალმხრივია.წელის კორსეტი ასევე გამოიყენება მალთაშუა დისკის თიაქრის,მალის მოტეხილობის ან სპონდილოზის დროს.
ხერხემლის ქამრების სხვადასხვა სახეობა
წელსა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს, სწორედ ამიტომ ხერხემლის ქამრები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება. არსებობს წელის კორსეტებისა და ხერხემლის ქამრების სხვადასხვა სახეობა. განვიხილოთ რამდენიმე მოდელი, რომელიც ქართულ ბაზარზე არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, ე.წ. გულმკედრ-წელის იგივე ხერხემლის კორსეტი – ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ამ ფიქსატორის ტარება არის რეკომენდებული. რევმატული ხასიათის წელისა და ზურგის ტკივილს ამსუბუქებს წელის კორსეტი, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული,ელასტიური ბამბის ან ნეოპრინის ქსოვილისაგან , მას პლასტმასის ან მეტალის ჩანართები აქვს. ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს.რაც შეეხება ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას, ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური, ის ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული და მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშაც შესაძლებელია.
კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ხერხებლის ქამრების შესახებ?
ხერხემლის ქამრების სწორად შერჩევისა და გამოყენების მიზნით აუცილებელია თითოეული მათგანის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია. ზოგიერთი მათგანის ტარება რეკომენდებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდში და იმათთვისაც, ვისაც თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი აწუხებს.შეძენისას ყურადღებით შეარჩიეთ ზომა,რათა გამოყენებისას ფიქსატორმა არ შეგიქმნათ დისკომფროტი და იყოს მაქსიმალურად ეფექტური თქვენთვის.მისი მორგება რეკომენდებულია თხელ მაისურზე,რათა დავიცვათ თავი კანის გაღიზიანებისგან. რაც შეეხება მათი ტარების პერიოდს – ეს ინდივიდუალურია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.