კომპრესიული წინდა მკლავისთვის – ლიმფოსტაზის წინდა

კომპრესიული წინდა მკლავისთვის მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას. ეს თავისთავად ხელს უწყობს ტკივილის შემცირებასა და დისკომფორტის მოხსნას. ლიმფოსტაზის წინდა ლიმფოსტაზის დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. ლიმფოსტაზის დროს ადგილი აქვს ლიმფური სადინრების კომპრესიასა და შეფერხებულია ლიმფის ტრანსპორტირება, რის შედეგადაც სითხე გროვდება უჯრედშორის სივრცეში – ეს, კი იწვევს შეშუპებას. ამ დროს შეგუბების ადგილას:

  • სხეული შუპდება;
  • კიდურები დიდდება;
  • დეფორმირდება;
  • ჩნდება ნაკეცები;
  • კანი შრება და ხშირად სკდება;
  • ჭრილობაში ადვილად აღწევს ინფექცია.

ამ პრობლემების შედეგად ვითარდება წითელი ქარი და  ლიმფური სადინრების ანთება. სწორედ ამ დროს რეკომენდირებულია ხელის გეტრის გამოყენება.

მკლავის კომპრესიული წინდის ბენეფიტები

ლიმფოსტაზის ხელის გეტრი ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს და ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი ლიმფურ შეშუპებას ამცირებს ლიმფოსტაზის დაავადების დროს პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ. მკლავის კომპრესიული წინდა  ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემცირებას;
  • ლიმფური შეშუპების შემცირებას;
  • სწორ პოზიციაში დაფიქსირებას.

როგორ შევარჩიოთ ლიმფოსტაზის ხელის წინდა?

ხელის ელასტიური წინდა საკმაოდ კომფორტულია, რადგან მის ქსოვილს უნიკალური სტრუქტურა აქვს. ეს პროდუქტი არის გამძლე, სუნთქვადი და მარტივია მისი გამოყენება.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ლიმფოსტაზის ხელის წინდა თითებით – სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში.
  • ლიმფოსტაზის ხელის წინდა (მტევნის გარეშე) – ისევე, როგორც თითებიანი მოდელი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და მისი უნიკალური სტრუქტურა ძალიან კომფორტულია.
  • კომპრესიული წინდა მკლავისთვის (მაჯამდე) – არის გამძლე, სუნთქვადი და კომფორტული.

ამ პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე საფირმო ფილიალებშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *