ვარიკოზული ვენების სამედიცინო გეტრები

ვარიკოზული ვენების სამედიცინო გეტრების  გამოყენება მნიშვნელოვანია ვენების დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში. მისი მოქმედების მექანიზმი ვენის კედელზე ზუსტად გათვლილსა და დოზირებულ ზეწოლას განსაზღვრავს. სამედიცინო ჩულქები ვარიკოზის დროს ქმნის დამატებით კარკასს, რომელიც იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს. ვარიკოზული ვენების კოლგოტების რბილი ქსოვილების კომპრესია იცავს კიდურებს შეშუპებისგან, დაღლილობისა და კუნთების ტკივილისგან.

რისთვის არის საჭირო ვარიკოზული ვენების სამკურნალო გეტრები?

ბევრ ადამიანს ხშირად აწუხებს ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილის, წვის, სიცხის, სიმძიმის შეგრძნება და არ იცის, რომ ამ სიმპტომების 90% ვენურ დაავადებებზე მიუთითებს. ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა და ხშირ შემთხვევაში ნელა პროგრესირებადი მიმდინარეობა ახასიათებს. დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება რჩებოდეს მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად და არ იწვევდეს აქტიურ ჩივილებს. თუმცა, დროთა განმავლობაში  თუ არ ხდება ვარიკოზის დროული მკურნალობა, შესაძლებელია  გართულებები  გამოიწვიოს.

სამედიცინო გეტრებს გამოიყენებენ:

  • თრომბოზის დროს;
  • ვარიკოზის დროს,
  • ვენური უკმარისობის დროს;
  • ორსულობის დროს;
  • ხანგრძლივი მოგზაურობის დროს.

ბევრს მიაჩნია, რომ დღის ბოლოს ფეხების დაღლილობა, ტკივილი და შეშუპება ბუნებრივი მოვლენაა თუმცა, ეს ასე არ არის. თუ ასეთი სიმპტომები მხოლოდ მძიმე სამუშაოს შემდეგ კი არა, ჩვეულებრივი დღის ბოლოსაც შეინიშნება, აუცილებელია, რომ ექიმს მიმართოთ და ორთოპედიული საშუალებები გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვენების სამკურნალო წინდებს. ვარიკოზის გეტრები ახდენს:

  • ზეწოლას ვენებზე;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში;
  • ამსუბუქებს ვენებისა და კუნთოვანი ტუმბოს მუშაობას;
  • ამცირებს გულის დატვირთვას;
  • აქრობს ქვედა კიდურებში დაღლილობას;
  • ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას.

ვენების სხვადასხვა ტიპის ანტივარიკოზული კოლგოტი

ანტივარიკოზულ კოლგოტებს კლასების მიხედვით განასხვავებენ:

  • პირველი – გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.
  • მეორე და მესამე – კლასის ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.

კომპრესიული გეტრები არსებობს როგორც ქვედა კიდურებისთვის, ასევე ზედა კიდურების. ანტივარიკოზული კოლგოტები ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებასა და ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას. განვიხილოთ, ვარიკოზული ჩულქების რამდენიმე სახეობა ქვედა კიდურებისთვის:

  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო ჩულქები – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

ასევე, არსებობს ზედა კიდურებისთვის:

  • ლიმფოსტაზის ხელის წინდა თითებით – სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში.
  • ლიმფოსტაზის ხელის წინდა (მტევნის გარეშე) – ისევე, როგორც თითებიანი მოდელი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და მისი უნიკალური სტრუქტურა ძალიან კომფორტულია.
  • კომპრესიული წინდა მკლავისთვის (მაჯამდე) – არის გამძლე, სუნთქვადი და კომფორტული.

რა უნდა გავითვალისწინოთ ვენების გეტრის შეძენამდე?

ვენების გეტრების შეძენამდე გავითვალისწინოთ, რომ არჩევანი გააკეთოთ მხოლოდ ხარისხიან გეტრებზე და უმჯობესია, კომპრესიული კლასის დაზუსტება კი ექიმის მიერ მოხდეს. კომპრესიული ტრიკოტაჟის შეძენამდე:

  • გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან;
  • შეარჩიეთ ხარისხიანი ორთოპედიული საშუალებები;
  • სწორად განსაზღვრეთ მისი კლასი და ზომა.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა, კიბეზე ასვლა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *