ქუსლის ჩასაფენი – ბენეფიტები და გამოყენების წესები

ქუსლის ჩასაფენი ადამიანებს სხვადასხვა დაავადების დროს მკურნალობის პროცესში ეხმარება და ტკივილსაც უმსუბუქებს. ქუსლზე არსებული პრობლემების დროს პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ შეშუპება ქუსლის მიდამოში, ფეხის მოხრის ან თითის წვერებზე დადგომის უნარის შეზღუდვა და სახსრის ტკაცუნი. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს. ქუსლის ტკივილს  ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები როგორიცაა:

  • ფსორიაზული ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • პოდაგრა;
  • ოსტეოპოროზი.

რისთვის არის საჭირო ქუსლის ჩასაფენი?

ქუსლის ტკივილი  ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან შემაწუხებელია და ადამიანს ხელს უშლის გადაადგილებაში. ტკივილის შემცირებისა და დისკომფორტის მოხსნაში კი ქუსლის ჩასაფენი დიდ როლს ასრულებს. ამ პროდუქტს, ასევე ატარებენ აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, რაც გადაადგილებას უფრო კომფორტულს ხდის. ქუსლის ჩასაფენი უზრუნველყოფს:

  • ტკივილის შემსუბუქებას;
  • კომფორტულ გადაადგილებას;
  • კიდურების სიგრძნის გათანაბრებას.

სხვადასხვა ტიპის ქუსლის ჩასაფენები

ქუსლის ჩასაფენების  მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”.  უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ქუსლის ფიქსატორი, იგივე ქუსლის სუპინატორი ან ქუსლის თასი დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის  შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.

●      სილიკონის ქუსლის ბალიში    –  გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის ტარება ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს.

  • ქუსლის ფიქსატორი -გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ .
  • ქუსლის სუპინატორი ან ქუსლის თასი დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის  შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *