მაჯის ამოვარდნა ბავშვებში

მაჯის ამოვარდნა ბავშვებში ყველაზე ხშირია ბავშვებში და ეს შეიძლება რამდენჯერმეც გამეორდეს. ამის რისკი გაცილებით მატულობს ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს მათი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მაღალია. უმჯობესია, რომ ბავშვებმა ტრავმების თავიდან აცილების მიზნით, მომზადება საბავშვო ბაღიდანვე დაიწყონ და ამაში მონაწილეობა მიიღონ მშობლებმაც და მასწავლებლებმაც. უმთავრესი, რაც ბავშვმა ამ პერიოდში უნდა აითვისოს, არის სიფრთხილე. მაჯის ამოვარდნა შეწყდება მას შემდეგ, რაც სახსარი გამყარდება, ამიტომ მშობელი უნდა გაუფრთხილდეს ბავშვის სახსრებს, რომ ხშირი ტრავმა არ მიაყენოს.

მაჯის ამოვარდნის სიმპტომები

მაჯა საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც ორ რიგად დაწყობილი 8 ძვლისგან შედგება. მაჯის,  მტევნის,სხივისა და იდაყვის ძვლებს  ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს. მაჯის ტკივილი  სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, იყოს გამოწვეული. ეს ზოგ შემთხვევაში ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება, ზოგ შემთხვევაში კი მოტეხილობასა და ღრძობას. ნაღრძობი მაჯა, რომელსაც მწვავე ტკივილი ახასიათებს, შეიძლება წარმოიშვას დარტყმით ან დაცემით. მაჯის ერთი შეხედვით მცირე მოტეხილობამ შეიძლება რბილი ქსოვილების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. უსიამოვნო შეგრძნებები კი ყველაზე ხშირად ფიზიკური აქტივობების დროს ვლინდება და რთული ხდება ნივთების, განსაკუთრებით მძიმე საგნების აწევა. მაჯის ამოვარდნის სიმპტომებია:

  • შეშუპება;
  • ძლიერი ტკივილი;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • ჩალურჯება სახსრის გარშემო.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მაჯის ამოვარდნა ბავშვებში?

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც 5 წლამდე  ბავშვი ხელჩაკიდებული მიჰყავთ, ამ დროს ბავშვმა  შეიძლება არასწორი მოძრაობა გააკეთოს, ძირს დაიხაროს ან შეტრიალდეს, რასაც  სხივის ძვლის თავის ამოვარდნილობა შეიძლება, მოჰყვეს. იგივე ხდება, როდესაც მშობელი სწრაფად მიდის და ექაჩება ბავშვს ხელზე.  ხელის ამოვარდნილობებიდან ხშირია მხრის, იდაყვისა და მაჯის ამოვარდნა. ამ დროს, ძირითადად, ზიანდება საფიქსაციო აპარატი, მყესები, სახსარსა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში კი ვითარდება სისხლჩაქცევა. მაჯის ამოვარდნის მთავარი მიზეზებია:

  • გაშლილ ხელზე დაცემა;
  • არასწორი მოძრაობა;
  • მოულოდნელი ტრავმა.

ამოვარდნილი მაჯის მკურნალობა

მაჯის მოტეხილობებისა და დაზიანების დროს აუცილებელია მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს.  წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლები სათანადოდ ვერ შეხორცდება – ეს კი შედეგად ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც იწვევს. ხშირად მოტეხილობაზე ეჭვის დროს, საჭიროა დაზიანებული ადგილის იმობილიზაცია. სწორედ ამიტომ მედიკოსები პაციენტებს მაჯის დაჭიმვისა და ღრძობის, მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და მაჯის ტრავმის დროს სტაბილიზატორების გამოყენებას ურჩევენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მაჯის არტახი – მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს უზრუნველყოფს სხივ-მაჯის სახსრის იმობილიზაციას. მისი გამოყენება შეგიძლიათ მაჯის არხის, იგივე გვირაბის სინდრომის, ტენდინიტის, ტენდოსინოვიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს. დამზადებულია პერფორირებული ნეოპრინის მასალისგან, აქვს პლასტმასის ჩანართი. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
  • თერმოპლასტიკური მაჯის არტახი – განკუთვნილია მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს მაჯის იმობილიზაციისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდეგ. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
  • სხივმაჯისა და თითების ფიქსატორი – აფიქსირებს მაჯასა და ფალანგთაშორის სახსრებს. გამოიყენება რევმატოიდური ართრიტის და კონტრაქტურების დროს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

მაჯის სტაბილიზატორების გამოყენების დრო დამოკიდებულია რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან კვირა. ეს პერიოდი პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. უმჯობესია, რომ ამ პროდუქციის გამოყენებამდე , ეს საკითხი პირადად ექიმთან გაიაროთ და მისი ინსტრუქციით მოხდეს მათი ტარება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *