სახსრის ამოვარდნა ნიშნავს ძვლების ნორმალური პოზიციიდან ძალის ზემოქმედებით დისლოკაციას. ეს პრობლემა დროებით იწვევს სახსრის დეფორმაციასა და უმოძრაობას. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს სპორტული აქტივობები და შესაბამისად, სახსრის ამოვარდნა ხშირია ისეთი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ფიზიკური აქტივობებით სისტემატიურად არიან დაკავებულები. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება კოჭი, მხარი, მაჯა, იდაყვი და კიდურები.
სახსრის ამოვარდნის სიმპტომები
სახსრის ამოვარდნას თან ისეთი ტკივილები ახლავს, რომლის დროსაც კიდურის გამართვა თითქმის შეუძლებელია. მისი დაზიანება დისკომფორტს იწვევს და ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ყოველდღიური საქმის კეთება. ამოვარდნილი სახსრის სიმპტომებია:
- მოძრაობის შეზღუდვა;
- ძლიერი ტკივილი;
- შეშუპება;
- ჩალურჯება სახსრის გარშემო.
რამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრის ამოვარდნა?
სახსრის ამოვარდნა შესაძლოა გამოიწვიოს ჭარბი დატვირთვა, ტრავმა, სახსრის ძლიერი დარტყმითი დაზიანება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს , გაშლილ ხელზე დაცემა ან მექანიკური დისფუნქცია. ეს პრობლემა ასევე, შესაძლოა, სიმძიმეების აწევამ, გარკვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან არასწორმა მოძრაობამაც გამოიწვიოს. სახსრის ამოვარდნა ყველაზე ხშირია მხრის არეში და თითებზე. ამოვარდნის სხვა ადგილებია: იდაყვი, მუხლი და ბარძაყი.
- მხრის ტრავმა – ძალიან შემაწუხებელია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს გვიშლის, რადგან მხარი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი სახსარია. ამ დროს ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს, განსაკუთრებით, მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება.
- ხელის ამოვარდნა – ხელის დისლოკაციის დროს ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს. განსაკუთრებით, მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა.
- ფეხის გადაბრუნების მიზეზი ხშირად მყესის დაჭიმულობა, კოჭისა და ტერფის დაზიანება და სხვადასხვა ტრავმა შეიძლება იყოს. ის ხშირად სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვის გამოც ვითარდება. სირბილისა და ხანგრძლივი სიარულის დროს ქვედა კიდურებზე ზეწოლის განმეორებითმა ზემოქმედებამ შესაძლოა ფეხის კუნთებისა და მყესების გადატვირთვა და წვივის არეში ტკივილი გამოიწვიოს.
სახსრის ამოვარდნის მკურნალობა
სახსრის ამოვარდნის დროს ადამიანები იყენებენ ფიქსატორებს. ამ პროდუქტს ძირითადად ვიყენებთ ტკივილის შემსუბუქებისა და იმობილიზაციის მიზნით. გარდა ამისა, მათი ტარება ძალიან ეფექტურია რეაბილიტაციის პერიოდშიც. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მუხლის ფიქსატორები – მუხლის სახსარი ხშირად ზიანდება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრავმას ან ანთებით პროცესს. ფიქსატორი უზრუნველყოფს სახსრის სტაბილიზაციას, სითბოს შენარჩუნებასა და ტკივილის შემცირებას. ის შეიძლება დამზადებული იყოს ჰაერგამტარი ნეოპრინის, ანტიალერგიული ან აკრილის მასალისგან. რაც შეეხება მათ ფუნქციურ სხვაობას, ფიქსატორს შეიძლება ჰქონდეს სილიკონის ან მეტალის ჩანართი, ან სპეციალური ბალიში სახსრის დამატებითი მექანიკური ზემოქმედებისგან დასაცავად.
- მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები – კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის ტრავმა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სპეციალური ფიქსატორები მკურნალობისა ან რეაბილიტაციის პროცესში შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა. თუ ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარძაყის კუნთის დამჭერი, რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს და მოახდენს კუნთის საიმედო ფიქსაციას.
- მხრის ფიქსატორები – გამოიყენება მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ანთებითი პროცესისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. რაც შეეხება მხრის სამაგრს, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურსიტის დროს ან ფიზიკური აქტივობისას მხრის კუნთების ფიქსაციისთვის.
სახსრების ტკივილის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამ დროს უნდა შეიზღუდოს ისეთი აქტივობები, როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით – უსწორმასწორო ზედაპირზე. საჭიროა, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც სახსრების ტკივილები აწუხებს, აკონტროლონ წონა და ივარჯიშონ, ასევე რეკომენდებულია მოხერხებული ფეხსაცმლისა და ფიქსატორების ტარება.
