მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრებს მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენებენ, რადგან მოხრილობა ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. მჯდომარე ცხოვრების წესის გამო, ის არა მარტო მოზარდებს, არამედ ზრდასრულებსაც აწუხებს. რა თქმა უნდა, მისი გამომწვევი სხვა ბევრი მიზეზიც არსებობს, თუმცა, ხშირად ეს ყოველდღიურ ცხოვრების წესს, საოფისე სამუშაოს და კომპიუტერთან საათობით ჯდომას უკავშირდება. ბუნებრივია, რომ ადამიანები პროფესიისა და საქმიანობის შეცვლას ვერ ახერხებენ და პრობლემის გასამკლავებლად სხვა გზებს ეძებენ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის მქონე ადამიანები მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ, ივარჯიშონ და იცურაონ. უმოძრაო ცხოვრების წესი ადუნებს კუნთებს – ამ დროს კი მთელი დატვირთვა ხერხემალზე მოდის. ვისაც მოხრილობა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა. ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრები ადამიანებს ზურგის არეში არსებულ ტკივილს უმსუბუქებს და ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება.
რამდენად ეფექტურია მოხრილობის საწინააღმდეგო ქამარი?
მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრები, როგორც ვთქვით, ხერხემალს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ამ პროდუქტს სხვადასხვა ასაკის ადამიანები აქტიურად იყენებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ტარება ტანსაცმლის შიგნით მარტივია და მისი თხელ მაისურზე მორგებაც შესაძლებელია, ყოველდღიურ საქმიანობაში არანაირ დისკომფორტს არ იწვევს. უმაღლესი ხარისხის მოხრილობის ქამრები უკვე წლებია ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია. ამ მიმართულებით, ათწლიანი გამოცდილებით ცნობილია კომპანია “ახალი ხედვა”, რომელიც მომხმარებლებს ამ პროდუქციას ოპტიმალურ ფასებში სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სხვადასხვა სიგრძის მოხრილობის ქამრებია წარმოდგენილი, რომლებსაც სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. მაგალითად, ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციის, სქოლიოზის, კიფოზის და მრავლობითი თიაქრის დროს პაციენტები ხერხემლის ქამარს იყენებენ. მხრების ქამრებს კი ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას, ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვის მიზნით. ეს პროდუქტი ხელს უწყობს მოხრილი მხრების გამართავასა და სწორი მდგომარეობის შენარჩუნებას. მოხრილობის ქამრები საგრძნობლად ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და მოხრილობის დროს იდეალურია. მათ ტარებამდე გირჩევთ, რომ ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ. მედიკოსის რეკომენდაციის გათვალისწინებით და მასთან კონსულტაციის შემდეგ კი ინდივიდუალურად შეძლებთ განსაზღვროთ მათი ტარების პერიოდი.