საბავშვო სუპინატორები

საბავშო სუპინატორები – ასწორებს ფეხის თაღს და  ბავშვებში ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში გამოიყენება. ის ფეხს სტაბილურობას უნარჩუნებს და  ტერფის მდგომარეობასაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. სუპინატორის ჩაღრმავებული ქუსლი  ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. მისი მოქნილი და შემაღლებული რბილი კიდეები კი  კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ფეხის მოძრაობას. ეს პროდუქტი კომფორტულია სატარებლად იქიდან გამომდინარე, რომ ადვილად ჯდება ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელში. საბავშვო სუპინატორი დაფარულია რბილი  ქსოვილით, რომელიც ადვილად ირეცხება და შრება, ის არ აოფლინებს ფეხს და სუნთქავს. ეს პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და სხეულის ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ასევე ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია.

ინდივიდუალური სუპინატორები ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის მზა სუპინატორების გარდა, შესაძლებელია ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანია კომპანია „ახალი ხედვა“,რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების ისტორია აქვს.  სამედიცინო ჯგუფი  სხვადასხვა დანიშნულების მქონე სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში მომხმარებლებს  ტერფის სრულფასოვანი კვლევის სერვისს სთავაზობს. აქ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ,  ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორები უმაღლესი ტექნოლოგიის მქონე აპარატურით დაიმზადონ, რაც ტერფის  ბაროპოდომეტრული კვლევისა და   პოდოსკანირების  საფუძველზე ხდება. ინდივიდუალური სუპინატორი მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას, ამიტომ მეტი ეფექტურობით ხასიათდება. მას ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე გამოყენების დიდ სპექტრი აქვს. ის გამოიყენება ბრტყელტერფიანობის, სხვადასხვა დაავადებისა და ასევე სპორტული აქტივობების დროს ტერფზე ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად. კომპანია “ახალი ხედვა” ინდივიდუალურ სუპინატორებს ამზადებს თანამედროვე მიდგომებით.  თავდაპირველად ხდება ტერფის კვლევა უახლესი თაობის იტალიური Diassu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს  მონაცემებს ინახავს. აღნიშნული პროცედურა ტერფის დეფორმაციების, თაღის მდგომარეობის, ზომებისა და  გადახრის კუთხეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა, რაც უტყუარი დიაგნოზის   დასმის წინაპირობაა. კვლევის ბოლოს, მიღებული მონაცემების საფუძველზე, კი უმაღლესი ხარისხის ინდივიდუალური სუპინატორი მზადდება. თუ საბავშვო სუპინარის მზა მოდელის შეძენა გსურთ, მაშინ შეგიძლიათ კომპანია “ახალი ხედვის” 12 ფილიალს ესტუმროთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიები თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში – გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხელმისაწვდომია. ხოლო, თუ ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება გსურთ, მაშინ თბილისში – ლუბლიანასა და წერეთლის მაღაზიებს, რეგიონებში, კი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მდებარე ფილიალს უნდა ეწვიოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ:0322 18 25 38

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *