რა არის ორსულობის ქამარი?

ორსულობის ქამრებს მშობიარობამდე ქალები აქტიურად გამოიყენებენ. ამას ბევრი  მიზეზი აქვს, ეს პროდუქტი მათ სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება.მაგალითად, წონის მატება, ქვედა კიდურების ვარიკოზი, მუცლის დაწევა და დისკომფორტი წელის არეში. ეს ყველა სიმპტომი ორსული ქალების უმრავლესობისთვის ნაცნობია –  ამიტომ, ამ სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ორსულობის ქამრები ასევე ხელს უწყობს  კუნთების ტონუსის შენარჩუნებას,წელის ტკივილის შემცირებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას.

ორსულობის ქამრების სხვადასხვა ტიპები

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ქამრების გამოყენების მთავარი მიზანი მშობიარობამდე მყოფი ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქტის სხვადასხვა ტიპი არსებობს და სწორად უნდა შევარჩიოთ ისინი. უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ზომის საორსულე ქამრებს გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა”. მათი მწარმოებელია თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანია MORSA CYBERG, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილი ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან და მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულე ბანდაჟს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ორსულობის სამაგრი  უნდა ატაროთ, რომელსაც ზურგდამჭერიც აქვს და ხერხემალში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. საორსულე ბანდაჟის გამოყენება კი ზურგის კუნთების გაძლიერებას უზრუნველყოფს და   მუცლის დაწევას უშლის ხელს. მისი დამატებითი შესაკრავები ასევე ხელს უწყობს წელის არის გაძლიერებას. გარდა იმისა, რომ საორსულე ქამრები ზურგის არეში ტკივილის შემსუბუქებას უზრუნველყოფს და ქალებს სხვა პრობლემების დაძლევაშიც ეხმარება, ის ასევე ორსულებში  ხერხემლის სხვადასხვა დაავადების განვითარების პრევენციასაც ახდენს.  სასურველია, რომ  საორსულე ქამრების გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და მისი დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ შერჩეული პროდუქტი.  სხვა პროდუქტების მსგავსად, ეს სამედიცინო საშუალებებიც კომპანია  ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” 12 მაღაზიაშია წარმოდგენილი. ორსულობის ქამრებთან ერთად, ასევე მოთხოვნადია მშობიარობის შემდგომი ქამრებიც. ისინი ეფექტურია ორსულობის შემდეგ, როგორც საკეისრო კვეთის, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *