ორთოპედიული დასაჯდომი ბალიშები

დასაჯდომი ბალიშები ამცირებს დატვირთვას წელისა და კუდუსუნის არეში.  ამ პროდუქტს აქვს ამორტიზირების უნარი, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და  ავარჯიშებს კუნთებს. დასაჯდომი ბალიშების გამოყენება იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც დღის მანძილზე მუდმივ ჯდომასთან არის კავშირში. გარდა სამსახურეობრივი საქმიანობისა, ეს პროდუქტი ეფექტურია მგზავრობის დროსაც როგორც მძღოლებისთვის, ასევე მგზავრებისთვის. თუ კუდუსუნის არეში ტკივილი ხშირად გაწუხებთ, მაშინ დასაჯდომი ბალიშის გამოყენება ყოველდღიურად სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

როდის არის დასაჯდომი ბალიშების გამოყენება საჭირო?

 დასაჯდომ ბალიშებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ამ პროდუქტის ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია, შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიაც მრავალფეროვანია. დასაჯდომ ბალიშებს განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულების დროს იყენებენ. ამ პროდუქტის გამოყენება საჭიროა, იმისთვის რომ:

  • დააფიქსიროს წელი ანატომიურ მდგომარეობაში;
  • დაიცვას ზურგის კუნთები გადაღლილობისგან;
  • შეამციროს დატვირთვა წელსა და კუდუსუნზე;
  • იდეალურია ბუასილის დროს, მშობიარობის შემდეგ და წელის ტკივილისას;

რა ტიპის დასაჯდომი ბალიშები არსებობს?

 უმაღლესი ხარისხის დასაჯდომი ბალიშების შეძენა შესაძლებელია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”.  სამედიცინო  ჯგუფი მომხმარებლებს ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ფილიალებში სთავაზობს. განვიხილოთ, “ახალი ხედვის” დასაჯდომი ბალიშები:

  • ბერგერის/berger ბრენდის დასაჯდომი ბალიში – აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში, დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან. მისი ზედაპირი იხსნება და ირეცხება, რაც ჰიგიენური ნორმების დაცვის საშუალებას გვაძლევს.
  • მორსა/MorsaCyberg ბრენდის დასაჯდომი ბალიში – აქვს ამორტიზირების უნარი, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ავარჯიშებს კუნთებს, აქვს ჰაერგამტარი თვისება, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ჩახურებას.

ორთოპედიული ბალიშები თავს, კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ მისი ხშირი გამოყენება ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს – ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *