ბეჭების ქამარი წელს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და მოხრილობის დროს იდეალურია. მათი ტარება საკმაოდ კომფორტულია, რადგან შეგიძლიათ თხელ მაისურზეც მოირგოთ. ეს პროდუქტი ხერხემლის პრობლემების დროს გამოიყენება და ადამინებს ძალიან ეხმარება, რადგან ბეჭების ტკივილს საგრძნობლად ამცირებს. ბეჭების ტკივილი, კი ადამიანების უმრავლესობას ერთხელ მაინც გამოუცდია, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- რადიკულიტი;
- ხერხემლის პათოლოგიები;
- ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
- სპონდილოზი;
- კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება;
- წელკავი.
ამ პრობლემების დროს სხვადასხვა ტიპის ბეჭების ქამრების გამოყენებაა რეკომენდირებული. ეს პროდუქტი პრობლემის შესაბამისად, ინიშნება და აუცილებელია კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ზურგის კორსეტი – დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად არის შესაძლებელი. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის,ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
- ჰიპერექსტენზიის კორსეტი – კომპრესიული მოტეხილობების დროს ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას საგიტალურ სიბრტყეში. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან.
- ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი – სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში გამოიყენება.
- ხერხემლის ქამარი – დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან, მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები, რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს, ექიმის დანიშნულებით.
- სტომის კორსეტი – გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების დროს სტომის დადების შემთხვევაში .
მათი შეძენა კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებშია შესაძლებელი. სამედიცინო ჯგუფის ფილიალები საქართველოში დედაქალაქის გარდა, სამ რეგიონში – გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. მაღაზიებში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდების პროდუქტებს, როგორიცაა: Sigvaris, Morsa Cyberg, Bauerfeind, Berger და კიდევ სხვა საერთაშორისო მწარმოებლები.