ორთოპედიულ მაღაზიებში ორთოპედიული დანიშნულების მქონე ნივთები იყიდება. ეს სამედიცინო პროდუქტები სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის არის განკუთვნილი. მაღაზიებში ორთოპედიული პრობლემებისთვის განსაზღვრული ფიქსატორების, წელის ქამრებისა და კორსეტების შეძენაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ორთოპედიულ სამედიცინო ნივთებს შორისაა ბალიშები, რომლებსაც მომხმარებლები ეფექტურად იყენებენ მგზავრობის, ძილის, მუშაობისა თუ კისრისა და წელის ტკივილის დროს.
“ახალი ხედვა” – ლიდერი ორთოპედიული მაღაზია საქართველოში
„ახალი ხედვა“ – ლიდერი ორთოპედიული პროდუქტების მაღაზიაა საქართველოში. ამ მიმართულებით სამედიცინო ჯგუფი მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 2012 წლიდან სთავაზობს. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც, იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. სამედიცინო ჯგუფი პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, კი მათი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. ორთოპედიულ მაღაზიაში, სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორები, ბალიშები, წელის კორსეტები და ქამრები არის წარმოდგენილი.
- ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მზადდება უდრეკი ან რბილი მასალისგან და ინიშნება სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით.
- ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულს სწორ მდგომარებაში აფიქსირებს და ხელს უწყობს სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრას. მაგალითად, წელისა და კისრის დაჭიმულობას.
- წელის კორსეტები და ქამრები იდეალურია სხეულის ამ ნაწილში ტკივილისა და დატვირთვის შესამსუბუქებლად. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ, ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება.
რა უნდა გაითვალისწინო ორთოპედიული პროდუქტების შეძენისას?
ქართულ ბაზარზე ორთოპედიული პროდუქტების ფართო ასორტიმენტი არსებობს. ხშირ შემთხვევაში ეს კარგია, რადგან საშუალება გვაქვს სასურველი მოდელი მარტივად შევარჩიოთ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მრავალფეროვანი პროდუქცია არჩევანის გაკეთებას გვირთულებს. პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი ორთოპედიული პრობლემის შესამაბისი სამედიცინო ნივთი განვსაზღვროთ, შემდეგ ზომას მივაქციოთ ყურადღება და ბოლოს ხარისხს დავაკვირდეთ. რადგან ხარისხი ორთოპედიული ნივთის გამოყენებისას ძალიან მნიშვნელოვანია.
“ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზიის ფილიალები
სასურველი ორთოპედიული პროდუქტის შეძენა, თბილისის გარდა, საქართველოს 4 რეგიონში მდებარე „ახალი ხედვის“ 16 საფირმო მაღაზიაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ნივთის შერჩევა და გამოწერა ონლაინ მეთოდითაც მოსახერხებელია. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით, საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.