ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენების მიზეზი და მიზანი მრავალმხრივია. ძირითადად მას ადამიანები წვივის ტრამვებისა და ბრტყელტერფიანობის დროს ატარებენ. ეს პროდუქტი ამსუბუქებს ტკივილს ტერფის არეში, ახდენს თაღის კორექციას, უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ინდივიდუალურ ორთოპედიულ ღაბაშებს გამოიყენებენ მკურნალობის, პროფილიქტიკისა და პრევენციის მიზნით. სუპინატორი ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს. მას იყენებენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები – მათ შორის არიან სპორტსმენებიც, რადგან ხანგრძლივი ვარჯიში და ზეწოლა, ტერფზე და ქუსზლე პრობლემებს ხშირად იწვევს. თუმცა, ყველაზე ხშირად ინდივიდუალურ ღაბაშებს ბრტყელტერფიანობის დროს ატარებენ. ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და რაქიტს უკავშირდებოდეს. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა – სტატიკური ბრტყელტერფიანობაა ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება, ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სუპინატორებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.
“ახალი ხედვის” ინდივიდუალური ღაბაშები
კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარ და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის მოდელი – Comfort Business B-200. ამ სუპინატორს ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომია სუპინატორები ბავშვბესთვისაც. ორთოპედიული ღაბაში „ GloboTec „ ასწორებს ფეხის თაღს და გამოიყენება ბავშვებში ბრტყელტერფიანობის დროს. ღაბაში ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს.
გარდა ამ სუპინატორებისა, კომპანია “ახალი ხედვა” პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალური ღაბაშები უმაღლესი ტექნოლოგიის მქონე აპარატურით დაიმზადონ, რაც ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე ხდება. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება,რა თქმა უნდა, ბევრად ეფექტურია, რადგან მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას. ზოგადად, სუპინატორის ტარება აუცილებელია ტერფის ანატომიური მდგომარეობის დარღვევების შემთხვევაში. ეს პროდუქტი,პირველ რიგში, სიარულის კორექციას უზრუნველყოფს და ტერფის არასწორი ფუნქციით გამოწვეულ პრობლემებს აწესრიგებს. გარდა ბრტყელტერფიანობისა, მას სხვა დაავადების დროს – მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესისა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს იყენებენ.