კომპრესიულ ტრიკოტაჟს მომხმარებლები ვარიკოზისა და ვენების სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. კომპრესიული ტრიკოტაჟი ქვედა კიდურებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებში, ასევე კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება რეკომენდებულია ხანგრძლივი მგზავრობის დროს. კომპრესიული წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
როგორ შევარჩიოთ კომპრესიული ტრიკოტაჟი?
კომპრესიულ ტრიკოტაჟის რამდენიმე კლასი არსებობს:
- პირველი კომპრესია – გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს.
- მეორე და მესამე კლასის კომპრესიული წინდებისა და კოლგოტების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს კომპრესიული ტრიკოტაჟის მრავალფერვან არჩევანს სთავაზობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
- მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
რატომ ახალი ხედვა?
საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ 12 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთია შვეიცარიული ბრენდის SIGVARIS-ის ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდები, რომლის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა”. SIGVARIS შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ვებგვერდის მეშვეობითაც შეუძლია.